კარვახალი შესაძლოა ევროპაში დარჩეს
დანი კარვახალის მადრიდული კარიერის დასრულების შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, ლეგენდარული კაპიტანი კარიერას ევროპაში არ გააგრძელებდა, თუმცა ახალი ცნობების მიხედვით, დანიმ შესაძლოა ყატარს, საუდის არაბეთს ან ამერიკას არ მიაშუროს.
კარვახალის შეძენით იტალიური და ბრიტანული გუნდები ინტერესდებიან.
ესპანური გამოცემების ცნობით, მილანის „ინტერს“ ლეგენდარულ ფეხბურთელთან 2 წლიანი შეთავაზება აქვს.
გარდა ამისა, ასპარეზზე არის გამოსული პრემიერლიგის რამდენიმე კლუბიც.
ამ ეტაპზე დანი მოლაპარაკებების პროცესში იმყოფება და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღება სურს.
ასევე ცნობილია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან მას რამდენიმე კლუბი დაუკავშირდა, თუმცა „რეალის“ ლეგენდამ დროებითი პაუზა აიღო.
- დღეს, 20:29
- 76
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




