დანი სებალიოსის საჯარო მიმართვა

დანი სებალიოსმა საჯარო მიმართვა გაავრცელა და „რეალის“ ქომაგებს დაემშვიდობა.

„9 წლის შემდეგ დადგა დრო, დავხურო ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავი. ეს არ ყოფილა იოლი გადაწყვეტილება. არც ეს წელი ყოფილა მარტივი და ალბათ, სწორედ ამიტომ ვიგრძენი, რომ მოვიდა დრო, მადრიდული ეტაპი დამესრულებინა და ახალ გამოწვევას ზუსტად იმავე ენთუზიაზმით შევხვედროდი, როგორითაც აქ პირველად მოსვლისას ვიყავი აღვსებული.“
„მინდა მადლობა გადავუხადო „რეალ მადრიდს“ ამ შესაძლებლობისთვის. რომ მომცა უფლება, მეტარებინა მსოფლიოში უდიდესი გერბი და ამდენი წლის განმავლობაში საუკეთესოებისგან მესწავლა. ვამაყობდი, რომ ვიცავდი „ბლანკოსის“ მაისურის ღირსებას, ვიზრდებოდი როგორც ფეხბურთელი და როგორც პიროვნება და გავხდი წარმატებებით სავსე იმ ისტორიის ნაწილი, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება.“
„ მადლობა პრეზიდენტს, მწვრთნელებს, ყველა ჩემს თანაგუნდელს, კლუბის თანამშრომლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც პირველივე დღიდან ამ დიდებული ოჯახის წევრად მაგრძნობინა თავი.“
„რაც მთავარია, მადლობა „რეალ მადრიდის“ გულშემატკივრებს. მადლობა თქვენი უპირობო მხარდაჭერისთვის, თქვენი მაღალი მოთხოვნებისთვის, ჩემთან ერთად ყველაზე ბედნიერი მომენტების აღნიშვნისა და ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ჩემ გვერდით დგომისთვის. თქვენი სიყვარული გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე ამის სიტყვებით გადმოცემაა შესაძლებელი და ის სამუდამოდ ჩემთან დარჩება.“
„მივდივარ იმ მშვიდი გრძნობით, რომ ამ გერბისთვის ყველაფერი გავიღე, რომ ამ ფერებს სიამაყითა და მთელი გულით ვიცავდი. მიმაქვს მოგონებები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. „რეალ მადრიდი“ ყოველთვის ჩემი ნაწილი იქნება და მუდამ მადლიერი დავრჩები.“
მადლობა, Hala Madrid!


1

1 hour above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 19

arc xorci arc tevzi magram vfiqrob sheedzlo meti marili aklda ra

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (175)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)