მოურინიო:„„რეალში“ ბევრ პრობლემას გადავჭრი“
ჟოზე მოურინიომ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა, სადაც არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა.
„„რეალში“ ბევრ პრობლემას გადავჭრი. აქ პასუხისმგებლობები პიკშია გასული, შესაბამისად, გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე გააზრებული და გათვიცნობიერებულია.“
„როდესაც იგებ, ყველა გაქებს და ჩაში აყავხარ, მაგრამ თუ ფეხი დაგიცდება, საშინელი კრიტიკა დაგატყდება თავს. როდესაც „რეალში“ ხარ, ეს ყველაფერი, ორმაგად და სამმაგად უფრო მძაფრია.“
„ეგოების მართვა? ეს ნებისმიერი პროფესიონალი მწვრთნელის ყველაზე დიდი პრობლემაა. ამისთვის მზად ვარ.“
„ვის ვქომაგობ მუნდიალზე? ვიმედოვნებ, „რეალის“ ფეხბურთელები მალე გამოეთიშებიან ტურნირს და დასვენების საშუალება მიეცემათ. ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით.“ (იცინის).“
„მე მყავს მენტალურად ძლიერი, გამოცდილი და ყოვლისშემძლე გუნდი. ახლა აქ მთავარი იქნება სწორი მენეჯმენტი.“
- გუშინ, 22:30
- 485
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




