ოფიციალური განცხადება - მაიკლ ოლისე

მადრიდის რეალმა გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ჩვენი კლუბის სავარაუდო ინტერესს მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელ მაიკლ ოლისეს მიმართ, მადრიდის „რეალს“ სურს განაცხადოს, რომ მას არანაირი პირდაპირი თუ ირიბი კონტაქტი არ ჰქონია აღნიშნულ ფეხბურთელთან, მის წარმომადგენლებთან ან მის გარემოცვასთან.

რეალს ასევე, სურს ხაზი გაუსვას იმ ბრწყინვალე ინსტიტუციურ ურთიერთობას, რომელიც მას მიუნხენის „ბაიერნთან“ აკავშირებს - კლუბთან, რომელთანაც ურთიერთპატივისცემის, თანამშრომლობისა და აღიარების ხანგრძლივი ისტორია აერთიანებს და წუხილს გამოთქვამს ისეთი სპეკულაციების გავრცელების გამო, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება.

ორ კლუბს შორის არსებული ურთიერთობა ყოველთვის ეფუძნებოდა ნდობასა და ორმხრივ პატივისცემას. ეს სხვა ასპექტებთან ერთად, აისახება საერთო პრინციპში, რომლის თანახმადაც, მეორე კლუბის კუთვნილი ფეხბურთელის მიმართ ნებისმიერი შესაძლო ინტერესი, პირველ რიგში, თავად კლუბებს შორის უნდა განიხილებოდეს. აღნიშნული სრულად შეესაბამება იმ ინსტიტუციური ერთგულების წესებს, რომლებიც ისტორიულად განსაზღვრავს მიუნხენის „ბაიერნისა“ და მადრიდის „რეალის“ ურთიერთობას.


1

20 ივნისი 2026 21:35

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 665

დუმფრისის ასისტი... კაი ჯანზეა

ეს გიოკერეში კიდე კაი არ ვიყიდეთ, მეორე ლუკა იოვიჩია თუ უარესი არა... 


2

20 ივნისი 2026 22:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 40

აუ მეთქი ჩვენია უკვე და გამიხარდა 


3

20 ივნისი 2026 22:36

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 431

ამით ადასტურებს ბაბუ რომ ოლისეს ვერ ვყიდულობთო ან რაღაც გეგმა აქვს რომელსაც მსოფლიოს დამთავრების შედეგ განახორციელებს იმის ნაღდი არ მჯერა რომ 220 მილიონს იხდისო


4

20 ივნისი 2026 22:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 231

რა ოლისე , რატო ვერ და ვერ ელევიან ამ ვინისიუსს არ მესმის, სანამ ეგ და მბაპე გვეყოლებადა შეტევაში ასული ორივე მარცხნიდან შეეცდება შეტევას მანამ არაფერი გვეშველება . ან ერთი ან მეორე, მორჩა. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. 


5

20 ივნისი 2026 23:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 353
20 ივნისი 2026 22:41, Halamadrid17 says:

რა ოლისე , რატო ვერ და ვერ ელევიან ამ ვინისიუსს არ მესმის, სანამ ეგ და მბაპე გვეყოლებადა შეტევაში ასული ორივე მარცხნიდან შეეცდება შეტევას მანამ არაფერი გვეშველება . ან ერთი ან მეორე, მორჩა. სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არსებობს. 

10000%


6

21 ივნისი 2026 03:56

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 62

egrea


7

21 ივნისი 2026 07:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 360

თუ ვინის არ გაუშვებს პერესი და სხვა ნორმალურ ფეხბურთელს არ მოიყვანს,რომელიც გუნდზე თამაშობს,თავზე ჩამოენგრევა გუნდი მაურინიოს და პერესს.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (128)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)