"რეალი"იანვარში კაკას გაყიდვას არ აპირებს
ამ ბოლო ხანებში, "მადრიდის რეალის" ნახევარმცველს, რიკარდო კაკას სხვადასხვა კლუბებს უკავშირებენ, მაგრამ "ბლანკოსს" მისი გაყიდვა არ სურს.
სამეფო კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი მზად არის 28 წლის მოთამაშეს კიდევ ერთი შანსი მისცეს. პერესს არ უნდა რიკარდოს გაყიდვა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაკას შეძენა "მილანს", "ინტერს" და "სან პაულოს" სურს, თუმცა სინამდვილეში ბრაზილიელი ვარსკვლავის მიმართ ინტერესს მხოლოდ "ჩელსი" იჩენს, რომლის თავკაცი კარლო ანჩელტოტია. კარლოს კაკა "მილანის" რიგებში ჰყავს გაწვრთნილი.
ინფორმაციის წყარო:.realmadridzone.com
- 12 ოქტომბერი 2010
- 1 707
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.