მოურინიო რუბენ დიაშსაც განიხილავს

ჟოზე მოურინიო „რეალის“ დაცვის გაძლიერებაზე სერიოზულად ზრუნავს და არაერთ ვარიანტს განიხილავს.

ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ყველაზე დიდ აქცენტს დაცვის გაძლიერებაზე აკეთებს. კონატეს, დუმფრისის და კუკურელიას დამატების შემდეგ, ჟოზეს ნიკო შლოტერბეკის ტრანსფერი სურს, მაგრამ თუ გერმანელის გამადრიდელება არ გამოვა, რუბენ დიაშსაც განიხილავს.

„რეალი“ პორტუგალიელ გამოცდილ მცველთან 4 წლიან კონტრაქტზე საუბრობს და მზად არის, „სიტისთან“ 40 მილიონზე ისაუბროს.

რუბენი სულ ახლახანს გახდა 29 წლის, ის პატარა ბიჭი აღარ არის, მაგრამ დღესდღეობით მსოფლიოს ტოპ მცველებს შორისაა და მოურინიო მიიჩნევს, რომ მისი გამოცდილება „ბლანკოსს“ ძალიან გამოადგება.

დიაშს „სიტისთან“ არსებულ კონტრაქტი 3 წელიწადში ეწურება, რაც „ქალაქელებს“ სიმშვიდის საშუალებას აძლევს, მაგრამ ფაქტია, რომ ფლორენტინო პერესი რუბენის დამატებაზე მუშაობასაც აპირებს და არავინ იცის რა მოხდება მომდევნო კვირებში.


1

17 ივნისი 2026 20:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 84

ეს მართლა ძალიან მაგარია მაგრამ არავინ არ გამოუშვებს და ამის დამატებას თუ ვერ შევძლებთ ბასტონიც კარგი ვარიანტია 


2

17 ივნისი 2026 20:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 59

iseti mcvelebi yavda reals agens priznavats vegar vuketeb tavdamsxmelebivit iyvnen ras agoravebdnen burts saswaulad abalansebdnen icherdnen burts 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

აგვისტო 2026 (128)
ივლისი 2026 (279)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)