ოლისეს ტრანსფერზე „რეალს“ ზიდანის იმედიც აქვს
სულ მალე დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, ამ ადგილს კი ზინედინ ზიდანი დაიკავებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესს ზიზუს იმედიც აქვს და მიიჩნევს, რომ ლეგენდის აზრს მაიკლ ოლისესთვის დიდი მნიშვნელობა ექნება.
ზიზუს ოლისესთან ხშირი მუშაობა მოუწევს, ხოლო თუ „რეალთან“ დაკავშირებით მეტ ინფორმაციას მიაწოდებს და ფეხბურთელს უფრო მოტივირებულს გახდის, ტრანსფერიც გამარტივდება.
ფლორენტინო პერესი მზად არის, „რეალის“ ისტორიული რეკორდი დაამყაროს და ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 200 მილიონი ევრო გადაიხადოს.
კულუარული ინფორმაციით, მადრიდში სჯერათ, რომ ამხელა შემოსავალზე მიუნხენის „ბაიერნი“ უარს ვერ იტყვის და ახალგაზრდა შემტევს შეელევა.
- გუშინ, 13:30
- 196
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



