ლასი:”არსად ვაპირებ წასვლას”
დღეს მადრიდის ”რეალის” ფრაგნმა ნახევარმცველმა ლასანა დიარამ განაცხადა, რომ იგი იანვარში კლუბს არ გამოიცვლის.
ლასანა დიარა:”ჩვენ თანდათანობით ფორმას ვუბრუნდებით და ვიწყებთ თამაშების ორგანიზებულად მოგებას. მოედანზე გავდივართ მოსაგებათ და ამას ვაკეთებთ კიდეც”.
”ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ თითქოს მე ვაპირებ კლუბის გამოცვლას იანვარში, ეს სიცრუეა. მე დავრჩები ”ბლანკოსში” და მის განვითარებაში ჩემ წვლილსაც შევიტან”.
”მართალია არ მეძლევა ბევრი სათამაშო დრო, მაგრამ მაინც კმასყოფილი ვარ ესპანეთში ასპარეზობით. მე აქ მყავს ძალიან ბევრი მეგობარი და თავს ძალიან კარგად გვრძნობ, აგრეთვე გვყავს ბრწყინვლაე მწვრთნელიც”.
”მოურინიო ყოველ ვარჯიშზე ჩვენგან მეტს ითხოვს და ცდილობს თითოეული ფეხბურთელისგან მაქსიმალურის მიღებას, რაც ძალიან გონივრულია. პორტუგალიელის ”რეალი” მე ძალიან მომწონს”. - განაცხადა ფრანგმა ნახევარმცველმა ლასანა დიარამ.
სტატიის ავტორი: giorgi akhobadze
- 12 ოქტომბერი 2010
- 1 534
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.