სამეფო კლუბის შემოსავლები რეკორდულად იზრდება
მადრიდის „რეალის“ სასპონსორო შემოსავლები ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ „რეალს“ სპონსორებისგან ყველაზე დიდი შემოსავალი აქვს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ „ადიდასთან“ პარტნიორობა კიდევ 8 წლით გახანგრძლივდა, „ბლანკოსის“ წლიურმა შემოსავალმა 290 მილიონ ევროს მიაღწია.
მთავარი სპონსორი კვლავ „ადიდასია“, რომელიც წლიურად 120 მილიონს იხდის, მეორე ადგილზე Emirates გახლავთ, რომლის ხარჯიც წლიურად 100 მილიონს შეადგენს, მესამე კი HP, რომლის ლოგოც „ბლანკოსმა“ მაისურზე წელიწადნახევრის წინ დაიტანა და წლიური შემოსავალი 70 მილიონი ევროა.
შემოსავლების მხრივ მეორე პოზიციაზე „სიტი“ იმყოფება 220 მილიონით, მესამეზე „ბარსელონა“ 200 მილიონით, მეოთხეზე კი „პსჟ“ 199 მილიონით.
- დღეს, 16:04
- 178
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




