ფერლან მენდი იუბილარია
დღეს, 8 ივნისს სამეფო კლუბის განაპირა მცველის, ფერლან მენდის დაბადების დღეა.
ფრანგ მოთამაშეს 31 წელი შეუსრულდა, ის სამეფო კლუბში 13 მოგებულ ტიტულს ფლობს, მათ შორის 2 ჩემპიონთა ლიგის თასია.
მენდი „ბლანკოსის“ რიგებში 210 ჩატარებულ დაპირისპირებას და 6 გოლს მოითვლის.
რომ არა განუწყვეტლივი ტრავმები, რომელსაც ფრანგი უდიდეს დროს ახმარდა რეაბილიტაციისთვის, სტატისტიკა კიდევ უფრო ეფექტური და შთამბეჭდავი იქნებოდა, ვინაიდან ის „მერენგების“ სადარაჯოზე 2019 წლიდან დგას, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ 210 მატჩით შემოიფარგლება.
ვულოცავთ მენდის და ვუსურვებთ წარმატებებს, როგორც კარიერაში, ასევე პირად ცხოვრებაში.
- დღეს, 11:11
- 49
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



