პიტარჩის და გონსალოს „კომოში“ წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია
სამეფო კლუბის პრეზიდენტის გამოვლენის შემდეგ, ტიაგო პიტარჩი და გონსალო გარსია დიდი ალბათობით კლუბს შეიცვლიან.
სესკ ფაბრეგასი ორივე ესპანელში დიდ პერსპექტივას ხედავს და სერია „ა“-ში ეპატიჟება. ამას ემატება ის გარემოებაც, რომ „კომო“ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა და ახალ სეზონში გაცილებით მეტი რესურსი დასჭირდება.
გონსალომ ამ სეზონში ბევრი ითამაშა, თუმცა მაინც ვერ იდგა მოწოდების სიმაღლეზე, ტიაგომ კი ყველას დაუმტკიცა, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელსაც სჭირდება სწორი მიდგომები და რაც ყველაზე მთავარია - სათამაშო დრო.
„მარკას“ ინფორმაციით, მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა გადასული და ორივე კანტერანო იტალიაში წავა სათამაშოდ.
რაც შეეხება საკონტრაქტო პირობებს, „რეალი“ ორივე მოთამაშის გამოსყიდვის უფლებას დაიტოვებს.
- დღეს, 19:16
- 187
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



