ბერნარდუმ „ბარსას“ და „ატლეტიკოს“ წინადადებები დროებით დაბლოკა
ესპანური გამოცემების ცნობით, ბერნარდუ სილვას ოცნება მადრიდის „რეალში“ თამაშია. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კატალონიის „ბარსელონას“ და მადრიდის „ატლეტიკოს“ წინადადებები დროებით დაბლოკა და „ბლანკოსს“ ელოდება.
ბერნარდუ ჟოზე მოურინიოს ფავორიტია. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი პერესი გახდება, მოურინიო თანამემამულეს კლუბში მოიყვანს.
არსებული ინფორმაციით, სილვას სამეფო კლუბი 2 წლიან კონტრაქტს გაუფორმებს.
თუ „რეალში“ მოვლენები სხვაგვარად განვითარდება, სილვა „ბარსელონაში“ ან „ატლეტიკოში“ წავა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პორტუგალიელ შემტევს იტალიური „მილანიც“ ეპატიჟება, რომელიც მზად არის, მასთან 3 წლით ითანამშრომლოს.
- დღეს, 19:08
- 166
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



