პერესი:„დამელოდეთ, წინ უდიდესი ტრანსფერებია“
ფლორენტინო პერესმა სატელევიზიო ინტერვიუში არაერთი სიახლე დააანონსა და დიდი ინტრიგა დათესა.
„მე არ ვარ ამპარტავანი ადამიანი, მაგრამ ვარ ამაყი, რადგან დღეს მადრიდის „რეალი“ 10 მილიარდი ევრო ღირს. როდესაც პრეზიდენტი გავხდი, ამ კლუბს ნახევარი გუნდისთვის ხელფასის გადახდაც კი უჭირდა და უმძიმეს კრიზისში იყო.“
„ის, რასაც მივაღწიე, ნამდვილად საამაყო და ისტორიულია. დიახ, 80 წლი ვარ, მაგრამ ჩემი ენთუზიაზმი არსად წასულა. არსად წასულა ის სიყვარული, რომელიც სამეფო კლუბის მიმართ მაქვს.“
„ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გახდება. დიახ, პორტუგალიელმა დაამტკიცა, რომ ამ გუნდის წარმატებით მართვა შეუძლია. სწორედ „განსაკუთრებულის“ შემდეგ დაიწყო უდიდესი სვლა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 6-ჯერ მოგებამდე მიგვიყვანა.“
„ვაანონსენ 150 მილიონიან ტრანსფერს. ეს იქნება ვარსკვლავური სტატუსის მოთამაშე, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინავდა.“
„ოლისე? ჰალანდი? არა მათზე არ ვსაუბრობ, ამას მას შემდეგ გაიგებთ, რაც პრეზიდენტი გავხდები და 150 მილიონიან შეთავაზებას მაშინვე გავაკეთებ.“
„დუმფრისის სახით ძალიან დიდი ძალა დავიმატეთ, ასევე შემოგვიერთდება იბრაჰიმა კონატე და ჩვენი გუნდის დაცვითი რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.“
„კალდერონის ეპოქა იყო ყველაზე ბნელი, მან შეძლო და გუნდში ყველა მიმართულება მოსპო. მას შემდეგ, რაც მეორედ გავხდი პრეზიდენტი, დიდი სამუშო გავწიე ხარვეზების აღმოსაფხვრელად.“
„ჩვენ გვჭირდება დიდების დაბრუნება, მიზანმიმართული სვლა და გეგმის შესრულება.“
„თავდასხმის გაძლიერება? ჩვენ გვყავს ვინისიუსი და მბაპე, მაგრამ შესაძლოა რესურსი კიდევ იყოს საჭირო.“
„ჭორი, რომლის მიხედვითაც, კლუბის გაყიდვას ვაპირებ, სრული სისულელეა, ასეთი სიგიჟე ჯერ არ მომისმენია.“
„მე გავიფორმე ზიდანი, ფიგუ, რონალდუ და სხვა ვარსკვლავები. წინ კიდევ დიდი ხმაურიანი ტრანსფერია.“
„დამელოდეთ და პირობას გაძლევთ, რომ მადრიდის „რეალი“ კვლავ იკაშკაშებს.“
- დღეს, 10:58
- 656
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




