პერესი:„ხვალ სუპერ ტრანსფერს დავასახელებ“
ფლორენტინო პერესმა ჟურნალისტებთან მორიგი ინტერვიუ ჩაწერა და არაერთი მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა.
„ხვალ სუპერ ტრანსფერს დავასახელებ, რომელსაც ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ განვახორციელებ.“
„ახალი მწვრთნელი? ამ საკითხზეც განცხადება მალე გაკეთდება.“
„ჩემი სპორტული პროექტი არის საუკეთესო და აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგებს.“
„ის, რასაც ჩემზე ამბობენ აბსურდია. რა თქმა უნდა, არსებობენ ჯგუფები, რომლებიც მებრძვიან, მაგრამ ჩემთვის მთავარი ამოსავალი წერტილი სამეფო კლუბია.“
„ენრიკე რიკელმეს სატელევიზიო ინტერვიუს ვუყურე. სამწუხაროდ, მან ბევრი ტყუილი თქვა.“
„მე ვხედავ კალდერონის ხალხს, ტებასის ხალხს და ასე შემდეგ. არეალი საკმაოდ ფართოა, თუმცა ჩვენ გვაქვს მკაფიო მიზანი და გეგმები „რეალის“ განვითარებასთან დაკავშირებით, ამას კი წინ ვერავინ აღუდგება.“
„ჩემს საარჩევნო ბანერებზე დიდი ისტორიაა ასახული. ზუსტად ვიცი, რომ სამტკიცებელი არაფერი მაქვს. ჩემს ეპოქაში „ბლანკოსმა“ საოცრებები შეძლო და წინ კიდევ დიდი წარმატებებია.“
- დღეს, 12:36
- 247
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




