დანი კარვახალმა „ინტერისგან“ შეთავაზება მიიღო
იტალიური გამოცემების ცნობით, მილანის „ინტერმა“ დანი კარვახალს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა.
„შავ-ლურჯები“ მზად არიან, ესპანელ ლეგენდასთან 2 წლით ითანამშრომლონ.
დანის „რეალიდან“ წასვლამდე არაერთხელ უთქვამს, რომ ევროპაში დარჩენა არ სურს, თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია, რა პასუხი ექნება მას „ინტერთან“ დაკავშირებით.
ამ ეტაპზე კარვახალი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და შეთავაზებების განხილვის პროცესშია.
- 3 ივნისი 2026
- 463
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



