იერო: "ენცო ზიდანის საკითხს მე მივხედავ"
თვის ბოლოს უნდა შეიკრიბოს ესპანეთის 16 წლამდელთა ნაკრები, რომელშიც მწვრთნელმა ზინედინ ზიდანის შვილი ენცო ზიდანიც მოიწვია. ყველამ ვიცით, რომ ცნობილი ფეხბურთელის შვილს ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, რომელ ნაკრებში ითამაშოს. ამ პრობლემის გადაჭრა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ზედა ეშელონების წევრმა, იერომ გადაწყვიტა, რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს ზინედინ ზიდანთან.
"ზიზუ ჩემი მეგობარია და მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ძალიან მსურს მისმა შვილმა ესპანეთის ნაკრების ღირსება დაიცვას, რადგან 15 წლის ენცო ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია. იმედი მაქვს იგი არ მოუკლებს ვარჯიშს და უმაღლეს დონეზე დაიწყებს თამაშს. მეც ვყოფილვარ ენცოს მდგომარეობაში, როდესაც ზუსტად მისი ტოლი ვიყავი, ჩემი ძმა თამაშობდა მანჩესტერ იუნაიტედში, მართალია იგი ზიდანი არ ყოფილა, მაგრამ მე სხვა გზა ავირჩიე და დავამტკიცე ჩემი კლასი. ახლა ენცოს ჯერი მოვიდა."
- 12 ოქტომბერი 2010
- 2 541
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.