მოურინიო ენდრიკ ფელიპეს ფლანგის შემტევად განიხილავს
იმ შემთხვევაში, თუ ჟოზე მოურინიო სამეფო კლუბს ჩაიბარებს, ენდრიკ ფელიპე არსად წავა.
პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბრაზილიელი მოთამაშე მარჯვენა შემტევი უნდა იყოს.
მოურინიოს აზრით, მარჯვნიდან უნდა შეუტიოს ფეხბურთელმა, რომელიც კარგად იყენებს მარცხენა ფეხს. ეს არის აუცილებელი პირობა, რომელიც შეტევაში უნდა არსებობდეს.
ენდრიკს ფლანგელისთვის დამახასიათებელი სისწრაფეც აქვს, ამიტომ მან შესაძლოა საკუთარი თავი კიდევ ერთხელ აღმოაჩინოს.
ენდრიკი „ლიონს“ დაემშვიდობა და ახლა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგი გამოსვლა კი დამატებითი სტიმული იქნება.
- 30 მაი 2026
- 520
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



