დავიდ ალაბას 4 ვარიანტი აქვს
ესპანური გამოცემების ცნობით, დავიდ ალაბას კარიერის გაგრძელების 4 ვარიანტი აქვს.
ავსტრიელ ცენტრალურ მცველს ტურინის „იუვენტუსი“ ეპატიჟება. გარდა იტალიური კლუბისა, ალაბას შეუძლია წავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყატარში.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ დავიდს ავსტრიული კლუბებიც ეპატიჟებიან, თუმცა ამ ეტაპზე გამოცდილი მცველი ამ მიმართულებას ყველაზე ნაკლებად განიხილავს.
ამ ეტაპზე დავიდი კვლავ ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება და აპირებს, რომ უახლოეს დღეებში დატოვოს მადრიდი.
- დღეს, 11:41
- 401
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




