ენრიკე რიკელმე:„„რეალს“ სჭირდება განვითარების ახალი ეტაპი“

ენრიკე რიკელმემ საჯარო მიმართვები გააკეთა. „რეალის“ პრეზიდენტობის კანდიდატს სერიოზული გეგმები აქვს.

„ეს ყველაფერი ბავშვობის ოცნებიდან იწყება. ბევრი ბავშვი ოცნებობს, გახდეს „რეალ მადრიდის“ ფეხბურთელი ან გამოჩენილი ათლეტი, ჩემი ოცნება კი ყოველთვის იყო, წლების განმავლობაში მხარში დავდგომოდი გუნდს.  ოღონდ ადმინისტრაციული ოფისებიდან, რაც ზუსტად ემთხვევა ჩემს პროფესიულ გზას. ჩვენ ამ საქმით ვართ დაკავებულნი და ათ წელზე მეტია ვმუშაობთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ „რეალ მადრიდს“, ხოლო კონკრეტულად 2021 წლის შემდეგ. ვცდილობთ, განვჭვრიტოთ მომავალი და ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ ვემსახუროთ კლუბს.“

„2024 წლის ბოლოსა და 2025 წლის დასაწყისში, საშობაო არდადეგების შუაპერიოდში, ასევე ჩატარდა არჩევნები. სიმართლე გითხრათ, ამ დროს მოულოდნელად წავაწყდი, როდესაც შემთხვევით მექსიკაში მივფრინავდი. ჩვენ ვხედავთ, რომ ფლორენტინო პერესი „რეალ მადრიდის“ ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია, უდიდესი ხელმძღვანელი და ბიზნესმენი, რასაც ყველა ადასტურებს, და მას აქვს უზარმაზარი მემკვიდრეობა, რომელიც დაცვას იმსახურებს. თუმცა, „რეალ მადრიდი“ ყველაფერზე მაღლა დგას და ის იმსახურებს მომავლის გეგმას, რომელიც ორიენტირებული იქნება არამხოლოდ მოკლევადიან, არამედ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 20 წლის შემდეგ სრულიად ჯანსაღი პროცესია, არსებობდეს სერიოზული და პროფესიონალური ალტერნატივა, რათა კლუბის წევრებმა შეძლონ ხმის მიცემა და არჩევანის გაკეთება ორ პროექტს შორის. ზოგიერთი პუნქტი შეიძლება მსგავსი იყოს, ზოგი კი  განსხვავებული, მაგრამ მთავარი მიზანია, კლუბის წევრებს მიეცეთ დემოკრატიული უფლება, თავად გადაწყვიტონ, რა გზით სურთ სიარული.“

„თუკი ვასპარეზობთ, მაშინ პირველები უნდა ვიყოთ. კლუბის ღირსებას მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები უნდა იცავდნენ, ამასთანავე, უნდა გვქონდეს მყარი ბაზა აკადემიის სახით, რათა პირველი გუნდი მომარაგდეს ქალთა ფეხბურთის საუკეთესო ტალანტებით, რომლებიც „რეალ მადრიდის“ ფასეულობებსა და პრინციპებზე აღიზარდნენ.“

„ჩემი აზრით, „რეალ მადრიდი“ არის კლუბი, რომელიც გამარჯვებისთვის შეიქმნა და ნებისმიერ სფეროში, სადაც ის ასპარეზობს, პირველი უნდა იყოს, იქნება ეს სპორტული ასპექტი, ინფრასტრუქტურა თუ ინსტიტუციური სტრუქტურა.  ჩვენ ვასპარეზობთ ქალთა ფეხბურთშიც, რაც სრულიად ბუნებრივია და მომავლის ნაწილს წარმოადგენს.  გვიწევს კონკურენცია „ბარსელონასთან“, ჩვენ დიდი ფსონი უნდა დავდოთ „რეალ მადრიდის“ ქალთა გუნდსა და ასაკობრივ კატეგორიებზე.“

„თუნდაც იყოთ გამორჩეული ფეხბურთელი ან ბრწყინვალე კალათბურთელი, მაგრამ არ იზიარებდეთ იმ ღირებულებებს, რომლითაცც ჩვენ, მადრიდისტებსა და კლუბის წევრებს გვჯერა, მაშინ თქვენი ადგილი აქ არ არის. აქედან გამომდინარე, ფორმირებისა და აღზრდის ასპექტი უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ვასპარეზობთ ქალთა ფეხბურთსა და კალათბურთში და სანამ კონკურენციაში ვართ, საუკეთესოები გვჭირდება. საუკეთესო კი მარტო ფულით არ მიიღწევა, არამედ აღზრდით, სტრუქტურების შენებითა და პროფესიონალი კადრების მომზადებით. სწორედ ეს არის ის მიმართულება, რომელიც ამ ინსტიტუტმა უნდა აირჩიოს.“

„ჩვენი დირექტორთა საბჭო შედგება მადრიდისტებისა და იმ აღიარებული პროფესიონალებისგან, რომლებიც მხოლოდ „რეალ მადრიდის“ საუკეთესო ინტერესებს ემსახურებიან. ადამიანებისგან, რომლებსაც არ სურთ კლუბის დაშორება მისი წევრებისგან, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პრივატიზაციას და მზად არიან, ამ კამპანიას საკუთარი პროფესიული დროის ნაწილი შესწირონ. გარდა ამისა, პროცესში ჩართულნი არიან ჩვენი ქვეყნის უმსხვილესი კომპანიების ტოპ-მენეჯერები, მაღალი რანგის მოხელეები და ბიზნესლიდერები, რომლებიც კამპანიის მიმდინარეობისას, უახლოეს დღეებში, ეტაპობრივად შემოგვიერთდებიან. ეს ადამიანები საფონდო ბირჟაზე განთავსებულ წამყვან კომპანიებსა და მსხვილ კორპორაციებში მუშაობენ, ამიტომ მათ გარკვეული დრო და შიდა პროცედურების გავლა სჭირდებათ თავიანთი მონაწილეობის საბოლოოდ დასადასტურებლად. მჭიდრო ვადების გათვალისწინებით, ჩვენ დღეს მივმართეთ საარჩევნო კომიტეტს დამატებითი ვადის მოცემის თხოვნით, რათა შევძლოთ ამ უდიდესი ნიჭის მქონე ადამიანების ინტეგრირების პროცესის გაგრძელება.“

„„რეალის“ ადმინისტრაციული სტრუქტურა დაკომპლექტდება იმ ადამიანებით, რომლებსაც კლუბისგან არაფერი სურთ, გარდა მისი კეთილდღეობისა. ადამიანებით, რომლებიც აქ პირადი სარგებლის მისაღებად კი არ მოვიდნენ, არამედ საკუთარი დროისა და ენერგიის გასაღებად. სწორედ ამას მივუძღვნით თავს. ბევრი ჩვენგანისთვის ეს პროფესიული და პირადი მსხვერპლია. პირადად მე ვხელმძღვანელობ კომპანიას, რომელშიც თითქმის 14 000 ადამიანია დასაქმებული მსოფლიოს 37 ქვეყანაში, და ახლახან მექსიკაში კომპანია Iberdrola-სგან 4 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივები შევიძინეთ. ჩემ მიერ დაარსებულ კომპანიაში მე მაქვს საკუთარი პირადი და პროფესიული მისწრაფებები, თუმცა ეს არის ჩვენი საარჩევნო სიის ყველა წევრის საერთო მიზანი. ჩვენ გარკვეული დროით გვერდზე გადავდებთ პროფესიულ ცხოვრებას, რათა უდიდესი თავდადებითა და უსაზღვრო ენთუზიაზმით, მთელი ჩვენი დრო „რეალ მადრიდს“ დავუთმოთ და წარვადგინოთ ახალი პროექტი, რომელიც გათვლილია ოთხ წელზე, ან კლუბის წევრების მიერ არჩეულ ნებისმიერ სხვა ვადაზე.“

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფლორენტინო პერესი უდავოდ საუკეთესო პრეზიდენტია „ბლანკოსის“ ისტორიაში. მან 2000 წელს რევოლუცია მოახდინა კლუბში. ნათლად მახსოვს, როგორ ვყიდულობდი გაზეთ Marca-ს, რათა გამეგო, გადმოვიდოდა თუ არა ლუიშ ფიგუ. მახსოვს ის ამაღელვებელი ზაფხული. როგორც ფეხბურთის მოყვარულმა, ეს ყველაფერი პირადად გამოვცადე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი ჩემს ცხოვრებაში და სწორედ ამგვარი ვნება ნერგავს ადამიანში „რეალ მადრიდის“ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ბევრ ახალგაზრდას მხოლოდ ბოლო პერიოდში აქვს ნანახი „რეალის“ მარცხი, რაც კლუბისთვის ჩვეული მოვლენა არ არის.“

„უნდა დავაფასოთ ტიტულები, ჩემპიონთა ლიგები, ესპანეთის ჩემპიონატები, საუკეთესო ფეხბურთელების მოყვანა, კლუბის განვითარება და მისი ინტერესების დაცვა. ყოველივე ეს უდიდეს პატივისცემას იმსახურებს და ეს არის გაკვეთილი, რომელზეც ყველანი ვსწავლობთ. თუმცა, ეპოქები ადრე თუ გვიან სრულდება. ჩვენ აქ კონკრეტულ პიროვნებასთან დასაპირისპირებლად კი არ მოვსულვართ, არამედ განსხვავებული გეგმის შესთავაზებლად. ჩვენ მას სრულ პატივს ვცემთ, თუმცა ვხედავთ, რომ კლუბს ეპოქის შეცვლა სჭირდება. ეს უდიდესი მემკვიდრეობა, რომელიც მან შექმნა, უნდა გადაეცეს მომავალ თაობას და იქცეს ახალი მომავლის შენების საფუძვლად. როგორც მადრიდისტები და კლუბის წევრები, ვამაყობთ, რომ ფლორენტინო პერესისნაირი პრეზიდენტი გვყავდა, თუმცა ასევე ვხედავთ, რომ „რეალ მადრიდს“ სჭირდება არა მოკლევადიანი, დროებითი გადაწყვეტილებები, არამედ სრულიად ახალი, საშუალო და გრძელვადიანი პროექტი.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (137)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)