ოფიციალური განცხადება

„რეალი“ და ჩვენი გუნდის კაპიტანი, დანი კარვახალი, შეთანხმდნენ, რომ ამ სეზონის ბოლოს დასრულდება მისი, როგორც ჩვენი კლუბის ფეხბურთელის, საოცარი ეპოქა. „რეალ მადრიდს“ სურს მადლიერება და სიყვარული გამოხატოს ჩვენი კლუბისა და მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდის მიმართ.

კარვახალი ფეხბურთის ისტორიაში იმ ხუთ მოთამაშეს შორისაა, რომელთაც ჩემპიონთა თასი ექვსჯერ აქვთ მოგებული. იგი იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც ჩვენი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე პერიოდი შექმნა.

იგი „რეალ მადრიდს“ 2002 წელს შეუერთდა და ჩვენს მაისურს 23 სეზონის განმავლობაში ატარებდა: 10 წელი აკადემიაში, ხოლო 13 პირველ გუნდში. ამ პერიოდში მან 27 ტიტული მოიგო -  6 ჩემპიონთა თასი, 6 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 5 ევროპის სუპერთასი, 4 ლა ლიგა, 2 კოპა დელ რეი (ესპანეთის თასი) და 4 ესპანეთის სუპერთასი.

ინდივიდუალურ დონეზე, კარვახალი შეყვანილ იქნა 2024 წლის FIFPro-ს მსოფლიო სიმბოლურ ნაკრებში, მოიპოვა FIFA-ს წლის საუკეთესო თერთმეტეულის (The Best FIFA Men's XI 2024) ჯილდო და დასახელდა 2024 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის საუკეთესო მოთამაშედ, სადაც მან გოლიც გაიტანა.

კარვახალმა ჩვენი გუნდის შემადგენლობაში 450 მატჩი ჩაატარა და 14 გოლი გაიტანა.

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მან 51 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2024 წელს ევროპის ჩემპიონატი, ხოლო 2023 წელს ერთა ლიგა მოიგო.

„რეალის“ პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა, აღნიშნა: „დანი კარვახალი „რეალ მადრიდისა“ და მისი აკადემიის ლეგენდა და სიმბოლოა. კადრი, სადაც ის ჩვენს საყვარელ და დაუვიწყარ ალფრედო დი სტეფანოსთან ერთად „რეალ მადრიდის სპორტული ქალაქის“ საძირკვლის პირველ ქვას დებს, სამუდამოდ დარჩება თითოეული მადრიდისტას გულსა და ჩვენი კლუბის ისტორიაში. კარვახალი ყოველთვის იყო „რეალის“ ღირებულებების განსახიერება. ეს მისი სახლია და ყოველთვის ასე იქნება“.

სამეფო კლუბი დანი კარვახალსა და მის ოჯახს ყოველივე საუკეთესოს უსურვებს ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე.

ლა ლიგის 38-ე ტურში დანის ბერნაბეუზე შეკრებილი პუბლიკა სათანადოდ დააფასებს.


1

18 მაი 2026 15:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 642

ტრამვამ მაგრად შეუსუსტა ფიზიკური კონდიციები, რომ არა ის უაზრო შეჟახება ერთი ორ სეზონს კიდევ ითამაშებდა თავის სტილში. იერემი პინოს დდშც, ნაადრევად დაუმთავრა მადრიდული კარიერა.


2

18 მაი 2026 16:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 763
18 მაი 2026 15:48, გურჯი says:

ტრამვამ მაგრად შეუსუსტა ფიზიკური კონდიციები, რომ არა ის უაზრო შეჟახება ერთი ორ სეზონს კიდევ ითამაშებდა თავის სტილში. იერემი პინოს დდშც, ნაადრევად დაუმთავრა მადრიდული კარიერა.

კარვახალმა ამოარტყა ქვევიდან რა შუაშია პინო


3

18 მაი 2026 22:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 642
18 მაი 2026 16:44, KingLeo10m says:
18 მაი 2026 15:48, გურჯი says:

ტრამვამ მაგრად შეუსუსტა ფიზიკური კონდიციები, რომ არა ის უაზრო შეჟახება ერთი ორ სეზონს კიდევ ითამაშებდა თავის სტილში. იერემი პინოს დდშც, ნაადრევად დაუმთავრა მადრიდული კარიერა.

კარვახალმა ამოარტყა ქვევიდან რა შუაშია პინო

თუ არ გახსოვს მომენტი გადახედე კიდევ ერთხელ სად ჩაუდგა მოქნეულ ფეხზე პინომ ფეხი, 93 წუთი იყო და საერთოდ არანაირი საჭიროება არ იყო იმისი რაც მაგ ნაბოზვარმა გააკეთა. 


4

20 მაი 2026 22:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 10

დაიტანჯა ეს კაცი ამათ ყურებით. წადი დანი ჯობია. მადლობა კაპიტანო.?❤️

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (75)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)