მადრიდის „რეალის“ ოფიციალური განცხადება!

საარჩევნო კომისიამ, კლუბის წესდების 38-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება პრეზიდენტისა და დირექტორთა საბჭოს არჩევნების დანიშვნის შესახებ. აღნიშნული საარჩევნო კომისია, ზემოხსენებული წესდების მე-40 მუხლის საფუძველზე, საჯაროდ აცხადებს არჩევნებს და საარჩევნო პროცესის დაწყებას, რომელიც წარიმართება შემდეგი კალენდრისა და ძირითადი წესების მიხედვით.

კანდიდატურების წარდგენა: 2026 წლის 14-დან 23 მაისის ჩათვლით, საარჩევნო დებულებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სამუშაო საათების დაცვით.

კანდიდატურების დაშვება და გამოცხადება: თითოეული კანდიდატურის წარდგენიდან მომდევნო დღეს.

საჩივარი კანდიდატურის რეგისტრაციასთან ან უარყოფასთან დაკავშირებით: კანდიდატურის გამოცხადების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრება უნდა წარედგინოს საარჩევნო კომისიას, საარჩევნო წესების შესაბამისად, გადაწყვეტილების შეტყობინებიდან და გამოქვეყნებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში.

არჩევნების (კენჭისყრის) თარიღი: იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრირებული იქნება ერთზე მეტი კანდიდატურა, საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს კენჭისყრის ჩატარების თარიღსა და ადგილს.

ფოსტით ხმის მიცემა: საარჩევნო სიაში შეყვანილ კლუბის წევრებს (სოსიოებს) შეუძლიათ ხმა მისცენ ფოსტის მეშვეობით, საარჩევნო დებულებით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესაბამისად.

საარჩევნო სია: წევრებს შეუძლიათ გადაამოწმონ თავიანთი მონაცემები საარჩევნო სიაში 2026 წლის 14-დან 18 მაისის ჩათვლით, წევრთა მომსახურების ონლაინ ოფისის მეშვეობით (განყოფილება: „2026 წლის პრეზიდენტის არჩევნები“), ან წევრთა მომსახურების ფიზიკურ ოფისებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, უწყვეტ რეჟიმში 09:00-დან 19:00 საათამდე.

პრეტენზიები საარჩევნო სიასთან დაკავშირებით: წევრებს შეუძლიათ წარადგინონ პრეტენზია საარჩევნო კომისიაში სიაში მათი ყოფნა-არყოფნის თაობაზე 2026 წლის 14-დან 18 მაისის ჩათვლით, წერილობითი ფორმით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: juntaelectoral@corp.realmadrid.com ან წევრთა მომსახურების ოფისებში, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 19:00 საათამდე.

საარჩევნო წესები: საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, საარჩევნო კომისიამ გამოსცა შესაბამისი საარჩევნო დებულება, რომელიც ხელმისაწვდომია კლუბის წევრებისთვის მომსახურების ონლაინ ოფისში.


1

16 მაი 2026 20:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 395

ცუდ დროს ატარებს არჩევნებს, ძალიან აქვს რეიტინგი დავარდნილი, ზემოთაც დავწერე ტრიბუნებზე ხალხი ლოზუნგებით დადის პერესის წასვლას ითხოვენ და პოლიცია ტრიბუნებზე ადის და იქ უხევს ტრანსპარანტებს. ძალიან სახიფთო დროა არჩევნებისთვის უნდა გადადოს როგორმე.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (180)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)