რაზე ისაუბრა ფლორენტინო პერესმა

სტატიაში გთავაზობთ ყველა მნიშვნელოვან დეტალს, რომელზეც ფლორენტინო პერესმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

აცხადებს, რომ მწუხარებით უნდა აცნობოს ყველას - ის გადადგომას არ აპირებს.
• საპრეზიდენტო არჩევნებს სამი წლით ადრე ნიშნავს.
• ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს კამპანია გამოგონილი ამბებით, მათ შორის იმითაც, თითქოს მას კიბო აქვს.
• ამოიღო ტელეფონი, დაიწყო სიახლეების კითხვა და სიცილი; მათ შორის წაიკითხა ABC-ის დღევანდელი ამბავი, თითქოს მან ვიწრო წრეში თქვა, რომ დაიღალა.
• ამბობს, რომ მუშაობს როგორც ცხოველი, დღე და ღამე.
• აცხადებს, რომ ვისაც მის წინააღმდეგ ჭორები გამოაქვს, შეუძლიათ არჩევნებში გამოიწვიონ.
• ახსენებს ხალხს, რომ მისი პრეზიდენტობისას „რეალმა“ 76 ტიტული მოიგო.
• ამბობს, რომ „რეალი“ მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული კლუბია და ტყუილია, თითქოს გუნდი დანგრევის პირასაა.
• ნეგრეირას საქმეს ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს სკანდალს უწოდებს.
• ამბობს, რომ Transfermarkt-ის მიხედვით, „რეალს“ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს.
• აცხადებს, რომ უეფა-ს წარუდგენს დოსიეს, რათა წერტილი დაუსვას იმ ფაქტს, რომ ნეგრეირას ეპოქის მსაჯები კვლავაც მუშაობენ.
• ამბობს, რომ RELEVO (მედია, რომელიც დაიხურა) ლა ლიგასთან ერთად მუშაობდა და შეიქმნა მხოლოდ იმისთვის, რომ ჩირქი მოეცხო „რეალისთვის“ და ფლორენტინო პერესისთვის.
• დაიწყო კამათი ABC-ის ჟურნალისტთან.
• ამბობს, რომ მამამისის პატივსაცემად გააუქმებს ABC-ის გამოწერას.
• იხსენებს, რომ როდესაც „რეალში“ მოვიდა, ფინანსური მდგომარეობა ისეთი ცუდი იყო, რომ კლუბი ხელფასებს ვერ უხდიდა მოთამაშეებსა და თანამშრომლებს. ახლა კი კლუბს აქვს წარმოუდგენელი ფინანსური მდგომარეობა, სარეკორდო შემოსავლები და ყველაზე ძვირადღირებული გუნდი.
• ამბობს, რომ არ არის სიმართლე, თითქოს ბერნაბეუს რეკონსტრუქციაზე დაგეგმილზე მეტი დაიხარჯა.
• ამბობს, რომ მზადაა ყველას და ყველაფერს ებრძოლოს.
• აცხადებს, რომ ლა ლიგა „რეალის“ მტერია.
• ამბობს, რომ „რეალმა“ მოიგო სუპერლიგის საქმე და ის, რაც გააკეთეს, ფეხბურთის სიკეთეს ემსახურებოდა, რათა აფრიკელ ბავშვებს ფეხბურთის ყურება უფასოდ შეძლებოდათ.
• კიდევ ერთხელ წაიკითხა ABC-ის სიახლე, თითქოს მან თქვა, რომ დაიღალა.
• ამბობს, რომ არ ისაუბრებს მოთამაშეებზე, მწვრთნელებზე ან სპორტულ მხარეზე.
• კიდევ ერთხელ იმეორებს, რომ გააუქმებს ABC-ის გამოწერას.
• ამბობს, რომ მსოფლიოში ყველას უყვარს იგი.
• ამბობს, რომ კლუბი სპორტული მხარის ანალიზს არჩევნების შემდეგ გააკეთებს.
• აცხადებს, რომ ეს არ არის დიქტატურა.
• ამბობს, რომ ის ისტორიაში ყველაზე წარმატებული პრეზიდენტია.
• ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა „რეალში“ ორმა მოთამაშემ იჩხუბა - ყოფილა სეზონები, როცა ეს მუდმივად ხდებოდა.
• აღნიშნა, რომ დღეს ABC-მ მის წინააღმდეგ ორი სტატია დაწერა, მათგან ერთის ავტორი ქალია და მან ისიც კი არ იცის, ესმის თუ არა ამ ქალს ფეხბურთი.
• კიდევ ერთხელ კითხულობს ABC-ის ამბავს დაღლილობის შესახებ.
• ამბობს, რომ არ არსებობს კლუბი, რომელმაც მსაჯებს ფული გადაუხადა და ამას მშრალად გადაურჩა.
• ამბობს, რომ იციან, ვინ გაიტანა ეს ინფორმაცია კლუბიდან.
• ამბობს, რომ ჩუამენი და ვალვერდე საუკეთესო ბიჭები და საუკეთესო მოთამაშეები არიან.
• ამბობს, რომ ტრაბახი არ უნდა, მაგრამ მისი კომპანია მილიარდებს გამოიმუშავებს რამდენიმე კონტინენტზე.
• ამბობს, რომ სიმართლე ისაა, რომ „რეალს“ მისი პრეზიდენტობისას კოლოსალური წარმატება ჰქონდა.
• სთხოვს სხვა ჟურნალისტებს, სიტყვა დაუთმონ იმ გოგონას, რადგან დანარჩენები „უშნოები არიან“.
• ამბობს, რომ მას 7 ლა ლიგა მოჰპარეს.
• ამბობს, რომ მხოლოდ კლუბის ინტერესების დაცვა სურს და არ სჭირდება პუბლიკა, დიდება ან ძალაუფლება.
• ამბობს, რომ ამ სეზონში „რეალს“ ლა ლიგაში 18 ქულა მოჰპარეს.
• ამბობს, რომ ნამდვილი „სოსიოები“ (კლუბის წევრები) მოთამაშეებს სტვენას კი არ უწყებენ, არამედ მხარს უჭერენ.
• ამბობს, რომ გულშემატკივრებისგან სტვენა მოთამაშეებს სტკენთ.
• აცხადებს: „უნდა მომკლან, რომ კლუბიდან გამაგდონ“.
• დაემშვიდობა ყველას და თქვა, რომ იმედი აქვს, ამ ჟურნალისტებს ვეღარასოდეს ნახავს


1

12 მაი 2026 23:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 121

მეფე და პუტალონიის რისხვა


2

13 მაი 2026 10:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 258

მოქმედებით აჩვენე პერესს! გჩვევია ხოლმე და ზუსტად ამის დროა... ასეთი მარაზმი არ გქონია კლუბში!

-----------------------
Hala Madrid! White heart!

3

13 მაი 2026 15:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 401

იმედია ამ ორი წლის ჩავარდნას მომავალ წელს საკადრის პასუხს გაცემს და გუნდს დაუბრუნებს იმ მდგომარეობას რასაც ეს კლუბი იმსახურებს მალე უნდა დავივიწყოთ ეს ორი წელი და და გადავიდეთ მოქმედებაზე 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (175)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)