ფლორენტინო პერესის საგანგებო პრესკონფერენცია!

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა დირექტორთა საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„პრესკონფერენციას ვიწყებ იმით, რომ გაუწყოთ, არსად წასვლას არ ვაპირებ. არ გადავდგები.“

„ჩემს მიმართ მიზანმიმართული კამპანიები მიმდინარეობს. ამბობენ, რომ დავიღალე, აღარ მაქვს გუნდის მართვის უნარი, კიბოთი ვარ დაავადებული და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არის სიცრუე.“

„მე ვმუშაობ დღე და ღამე, არასდროს ვჩერდები, რადგან ეს ჩემი ცხოვრების სტილია.“

„ეს ფილმი ადრეც მინახავს, მერწმუნეთ, აქ არავის მიეცემა უფლება იმისა, რომ სიტუაცია არიოს. ალბათ ზოგიერთი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ იმდენად მნიშვნელოვანი აზრები აქვს, რომ ეს კლუბმა უნდა გაითვალისწინოს.“

„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც მხარს მიჭერენ და თუნდაც იმ აბსურდის მოსმენის შემდეგ, რომელიც ჩემს დაავადებებს უკავშირდება, გვერდში მიდგანან. მერწმუნეთ, ურთულეს ინსტიტუციას ვმართავ, რომელსაც 50 მილიარდი ბრუნვა აქვს. ვმუშაობთ არაერთი მიმართულებით, როგორც სპორტული, ასევე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ეს არ არის მარტივი.“

„კარგად მესმის, რას ნიშნავს „რეალისთვის“ 2 წელი ტიტულის გარეშე ყოფნა, ეს ჩემთვისაც მიუღებელია, მაგრამ არ ამართლებს ტალახის სროლას და ტყუილების გავრცელებას.“

„„ნეგრეირას“ სკანდალური საქმის მსაჯები, დღეს კიდევ სარგებლობენ ამ სტატუსით. ჩვენ ამ საკითხზე „უეფასთან“ მნიშვნელოვან დოკუმენტაციას წარვადგენთ.“

„არ დაგავიწყდეთ, რამდენი ტიტული მოიგო „რეალმა“ ჩემი მმართველობის დროს. უდიდესი პროგრესი ვაჩვენეთ, როგორც საფეხბურთო, ასევე საკალათბურთო მიმართულებით.“

„გახსოვთ RELEVO-ს საქმე? მათ დაკარგეს 25 მილიონი იმის გამო, რომ „რეალის“ მიმართ შეტევებს ახორციელებდნენ.“

„„ჩვენ ვართ მსოფლიოში ყველაზე ღირებული კლუბი, ყველაზე მაღალი შემოსავლებით და ფეხბურთის სამყაროში ყველაზე ძლიერი ბრენდით. რატომ ცდილობენ ჟურნალისტები მსოფლიოში ყველაზე ცნობილ კლუბზე შეტევას? „რეალი“ ყველასთვის გამარჯვებაა და ფეხბურთის სამყაროში ძვირფასი საგანძური. Transfermarkt-ის მიხედვით, ჩვენ ასევე გვყავს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული გუნდი. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რაც სხვას არავის მიუღწევია. მაგრამ ახლა  ჩვენი განადგურება სურთ. ეს ორკესტრირებული კამპანიაა“.

„გამოცემა ABC-ს ქცევები ჩემთვის სრულიად მიუღებია. ის, რასაც თქვენ აკეთებთ, არ ჯდება არცერთ სტანდარტში.“

„ასევე სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბერნაბეუს რეკონსტრუქციაზე იმაზე მეტი დავხარჯეთ, ვიდრე დაგეგმილი იყო.“

„ამ სეზონში ბილეთების გადაყიდვისთვის 1600 ქომაგი დავსაჯეთ, ეს დიდი ბრძოლაა, რომელიც მიზანმიმართულ სტრატეგიას საჭიროებს.“

„როდესაც კლუბის პრეზიდენტი პირველად გავხდი, ფეხბურთელების და თანამშრომლების ხელფასის გადახდაც პრობლემა იყო. ჩვენ შევქმენით უძლიერესი ინსტიტუცია და დიდი ფინანსური ინსტრუმენტი.“

„არ მესმის არაერთი ესპანური გამოცემის, რომელიც მიზანმიმართულ ბრძოლას ახორციელებს. თუ ვინმეს პრეზიდენტობა სურს, შესაძლოა მარათონში ჩაერთოს. მე კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ამ კლუბისთვის ძალიან ბევრს ვიმუშავებს და მექნება ჯანსაღი, ამბიციური გეგმები. ზურგს მიმაგრებს პროფესიონალთა გუნდი, რომელმაც არაერთხელ დაამტკიცა შესაძლებლობები.“

„როდის წავალ? მაშინ, როდესაც არჩევნებს სხვა მომიგებს.“

„მინდა ყველამ გაითავისოს, რომ „ბლანკოსის“ იმიჯს ბოლომდე დავიცავ და ვერცერთი ჟურნალისტი, ვერცერთი გამოცემა თუ სხვა წარმომადგენლობა ვერ შეძლებს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და ძლიერი კლუბის იმიჯის შელახვას.“

„ახალი მწვრთნელი მომავალ სეზონში? ახლა ამაზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. შეხვედრას სხვა თემატიკა აქვს.“

„ჟოზე მოურინიო? უკვე გითხარით, რომ ფეხბურთელებსა და მწვრთნელებზე საუბარს არ ვაპირებ. მე გესაუბრებით კლუბის იმიჯსა და ახალ არჩევნებზე. მე დავიცავ იდეას, რომელსაც მადრიდის „რეალის“ საუკეთესო გზაზე სიარული ჰქვია.“

„ზოგიერთს არ მოსწონს „ბლანკოსის“ მმართველობის ფორმა, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს კლუბი იმართოს მრავალმხრივი მიდგომების გარეშე. ამ გუნდს არ სჭირდება ერთპიროვნული მართვა, ვინაიდან ეს არ მოიტანს საუკეთესო შედეგებს. სტრუქტურა, რომელიც გუნდში არის, დიდი წარმატების გარანტია.“

„არბელოა? ისევ არღვევთ სტანდარტს. გითხარით, რომ მწვრთნელებზე სასაუბროდ არ მოვსულვარ. ამის დრო შემდეგ მოვა.“

„ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მადრიდის „რეალის“ თამაშებს უყუროს. დიახ, ჩვენს წინააღმდეგ დიდი კორპორაციები იბრძვიან, მათ შორის სატელევიზიო პაკეტებთან დაკავშირებითაც, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ეს მადრიდის „რეალია“, რომელიც ბოლო ათწლეულებში კიდევ უფრო გაძლიერდა, როგორც ფინანსურად, ასევე ინსტიტუციურად.“

„სპორტული ანალიზი და სეზონის შეჯამება? ეს მოხდება არჩევნების შემდეგ.“

„ფეხბურთელების ჩხუბი? ეს პირველად არ მომხდარა. ისტორიას არაერთი ფაქტი ახსოვს, რომელიც აღმოფხვრილა. მერწმუნეთ, ამ გუნდში ყველამ იცის, რომ „რეალის“ გერბზე წინ არაფერი დგას.“

„ზოგიერთი ჟურნალისტი თვლის, რომ კლუბის მფლობელი მე ვარ. ეს არ არის სიმართლე და ვინც ჩახედულია აღნიშნულ საკითხში, ნამდვილად დამეთანხმება.“


1

გუშინ და 21:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 566

ამდენი ილაპარაკო და არაფერი თქვა ხომ უნდა მოხერხება ამას


2

გუშინ და 21:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 152

სიმართლეს ღაღადებს, მაგრამ ქმედებაა საჭირო, ნეგრეირაც არ უნდა დაეკიდა ფეხებზე სუპერ ლიგის გამო


3

გუშინ და 22:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 633

ბაბუ შენ ეხლა შვილიშვილებთან უნდა ერთობოდე, რაღა დროს შენი გუნდის მართვაა, კაცი რომელიც ანჩელოტის გაუშვებს და ალონსოზე გააკეთებს აქცენტს იმის საფეხბურთო ცოდნა უკვე ეჭვს იწვევს.


4

გუშინ და 22:25

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 461

ვთქვი რამე გეგმაზე ან ცვლილებაზე ისაუბრებდა, გავიგეთ შეჩემა ყველაზე ტიტულოვანი როვართ გავიგეთ გაგების დონეზე, არცერთი საფეხბურთო ობიექტური მოაზროვნე ჩვენს დონეს ვერ/არ გვიკარგავს. 

მარა ვინიციუსივით მარტო ლოგოზე და ტიტულებზე უნდა ვაკეთოთ ჟესტი? აშკარაა მაგრა ჩამოვიშალეთ 2 წელია და უფრო ღრმავდება პრობლემები, ამას რადიკალური ცვლილებები სჭირდება თუნდაც მოთამაშეების თუ გეგმის დამსახავი შტაბის პრეზიდენტთან ერთად გამოცვლაა საჭირო. მარტო თვითკმაყოფილებით უფრო ნეხვამდე ვეცემით, ან ვინები თამაშობენ ამ გუნდში? ან რა გეგმით თამაშობენ? ან ყველაზე მაღალ ფასად შეფასებული იგროკები რასშობიან რომ ვიამაყოთ? ურახუნებენ ერთმანეთს. აფარეთ ხელი რომ თქვენც ტრაკი მოითბოთ და თქვენამდეც არმოგადგეთ ცივი ნიავი, ყველაფერს აქვს დასარული მათშორის თქვენ მომთბარ ტრაკს ბაბუ შენი კლანითურთ.



5

გუშინ და 22:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 788

მიდი ბებერო მგელო გაბრაზდი და საქმით იმოქმედე


6

გუშინ და 22:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 121

მსაჯელონას დედის ნეგრეირა აეწვა და უჩივლა პერესს და რეალსო ამ განცხადების მერე დდდდდდ


7

გუშინ და 23:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 085

ერთი გაფიქრება ვიფიქრე: ფლორენტინომ ხომ არ დაბლოკა საიტითქო ,:დდდდ

ამ პრესკონფერენციის არს ვერ მივხვდი. არაფერი უთქვამს ისეთი რაც ფანობად აინტერესებს და ამხელა სიტყვა კი წარმოთქვა! 


8

გუშინ და 23:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 50

რატო გადაწყვიტეთ რო მომავალზე სალაპარაკოდ გამოდიოდა დღეს? შეიქმნა დიდი ტალღა რეალის წინააღმდეგ, გუნდის შიგნით და გუნდის გარეთ. გამოვიდა რო ეთქვა, აქ ვარ და არავის ვემალები. მომავალზე ლაპარაკის დრო დადგებაო. რამდენიც ხმას ამოიღებს, იმდენჯერ მომავალზე ილაპარაკოს? დააფასეთ, ამაზე მაგარი პრეზიდენტი არ გვეყოლება აღარასდროს. ბიზნესის და ფეხბურთის სიყვარულის ასეთი სინთეზი უიშვიათესია.


9

59 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 085

ეს რა ქნა ალ ნასრის მეკარემ..აუტიდან მოწოდებული ბურთის დაჭერა უნდა და ხელიდან გაუვარდა და გოლი გავიდაა :დდდდ დღესვე გავაგდებდი გუნდიდან :)


10

50 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 451

Ravi barselonas fanebi tu amaze alaparakdnen ar vici cvenze idzaxian maimuni yavt gundsio(viniciusi) da tavianti "დაიცავით ცენზურა!" fexburtelebi maisurebs afrialeben sadac weria madloba gmerto madridista ro ar varo da fanebs sua titebs uyofen da aqet idzaxian vinisiusi maimuniao maseti rame vinis arasdros ukadrebia aba ekadra gadadgavdnen kacs fanebi orjer uaresi

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (84)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)