ისტორიის განმავლობაში მხოლოდ 7 ესპანელი ფორვარდი მოვიდა გუნდში
საინტერესოა, რომ სამეფო კლუბის ისტორიის მანძილზე, ”თეთრებში” მხოლოდ 7 ესპანელი ფორვარდია გადასული.შესაძლებელია, მერვე პირინეელი ფერნანდო ლორენტე გახდეს.
მაშასადამე, გაგაცნობთ იმ ესპანელი თავდამსხმელების ვინაობას, რომლებიც სხვადასხვა წლებში იცავდნენ ”ბლანკოსის” ღირსებას:
ოლივარესი 1931-34
მალიორკელმა ფეხბურთელმა, ”ალვარესიდან” ”რეალს” მიაშურა, სადაც 3 სეზონი დაჰყო და 77 გოლი შეაგდო.გულშემატკივრები მას ”შავს” ეძახდნენ.
სანუდო 1934-36
მადრიდელი ინჩასები აღნიშნულ ფეხბურთელზე ამბობენ, რომ მას ”ოქროს ფეხები” ჰქონდა.”რეალში” გამოსვლის დრო 72 გოლის შეგდება მოახერხა.
პრუდენი 1943-48
ის ”სალამანკადა” სამეფო გუნდში გადმოვიდა და ანგარიშზე 92 გოლი დააგროვა
პაინო 1948-53
მისი მადრიდში გადმოსვლა, ”ჩამარტინის” სტადიონის გახსნას დაემთხვა.პაინო მართლა საოცრებებს ახდენდა ესპანეთის დედაქალაქში.ჯამში ფეხბურთელმა 124 ბურთს მოუყარა თავი.
პერეს პაია - 1953-57
მოთამაშე დი სტეფანოს მოსვლამდე გადმოვიდა ”რეალში” და 24 გოლი გაიტანა.
კარლოს სანტილიანა 1971-88
მადრიდში ”რასინგიდან” გადმოვიდა და 290-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.
ფერნანდო მორიენტესი 1997-05
1997 წელს, ”რეალმა” გამოისყიდა ფეხბურთელის ტრანსფერი ”სარაგოსასგან.”საბოლოოდ, 72 გოლის გახვევა შეძლო მეტოქის კარში.
- 12 ოქტომბერი 2010
- 1 614
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.