ჟოზე მოურინიოს ხელფასი „რეალში“ 10 მილიონი იქნება
ესპანური გამოცემების ცნობით, ჟოზე მოურინიოს ხელფასი მადრიდის „რეალში“ უკვე განსაზღვრულია.
პორტუგალიელი სპეციალისტი წლიურად 10 მილიონ ევროს მიიღებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ჟოზე 2+1 ფორმატის კონტრაქტს მიიღებს.
ფლორენტიო პერესი მზად არის, „განსაკუთრებულთან“ დიდი ხნით ითანამშრომლოს, მაგრამ ამისთვის მოურინიოს შესაძლებლობების კიდევ ერთხელ დამტკიცება მოუწევს.
„მარკას“ ინფორმაციით, ახალი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციის გავრცელება დროის საკითხია.
- 10 მაი 2026
- 3 958
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




