არბელოა:„ამდენი ტყუილის ერთად მოსმენა მეტისმეტად არასასიამოვნოა“
ალვარო არბელოამ „ბარსელონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„დარწმუნებული ვარ, საფეხბურთო სამყარო ძალიან კარგ მატჩს იხილავს, ჩვენი ოპონენტი არის გუნდი, რომელსაც საოცარი გამოსვლები აქვს და განსაკუთრებულ სტაბილურობას ინარჩუნებს. მადრიდის „რეალი“ „კამპ ნოუზე“ მოსაგებად ჩავა, გვაქვს ამბიცია და გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ და გავიმარჯვოთ.“
„ფეხბურთელები არ მელაპარაკებიან? ეს არის დიდი ტყუილი, რომელსაც სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები საუბრობენ. მერწმუნეთ, ამ მხრივ კოლექტივში პრობლემები არ არსებობენ. ამ ბოლო დროს დეზინფორმაციის დიდი ნაკადი მოდის.“
„ჩუამენი და ვალვერდე? ორი რამ მაქვს სათქმელი. პირველი არის ის, რომ ძალიან ვამაყობ კლუბის გადაწყვეტილებით, გამჭვირვალობით და სისწრაფით. მეორე, რომ ფეხბურთელებმა აღიარეს თავიანთი შეცდომა, გამოთქვეს სინანული და ბოდიში მოიხადეს. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია და არ ვაპირებ, რომ ისინი საჯაროდ გავაკრიტიკო. ჩემთვის შეუცდომელი ლეგენდა მხოლოდ ხუანიტოა, სხვაზე ამას ვერ ვიტყვი. შემიძლია გითხრათ, რომ როგორც ვალვერდემ, ასევე ორელიანმა არაერთხელ დაამტკიცეს საკუთარი ერთგულება ამ კლუბის გერბის მიმართ, ამიტომ მივიჩნევ, რომ შეცდომა უნდა ვაპატიოთ და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყების საშუალება მივცეთ.“
„ტყუილია, რომ ფეხბურთელები ვარჯიშებზე არაპროფესიონალურად იქცევიან, ან ჩემთან აქვთ დაძაბულობა. ეს არის იმ დეზინფორმაციის შემადგენელი ნაწილი, რომელსაც ყოველდღიურად ვისმენთ. უკვე 4 თვე აქ ვარ და ვამაყობ „ბლანკოსის“ თითოეული ფეხბურთელით. ჩვენ ბევრი რამ ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც გვსურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პატივისცემა არ გვაქვს.“
„იყო „რეალში“ გამარჯვების გარეშე, ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ამ კლუბს მუდმივად გამარჯვების მოთხოვნა აქვს და არაბუნებრივს ვერაფერს ვხედავ.“
„ახლა ჩვენი საზრუნავი „ბარსელონას“ დამარცხება იქნება. ვიცით, რომ სხვა მხრივ არაფრის შანსი არ გვაქვს, მაგრამ „ელ კლასიკო“ უნდა მოვიგოთ და გულშემატკივრები გავახაროთ.“
„„რეალის“ გასახდელში ნამდვილად არ არის საუკეთესო სიტუაცია, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ვითარება შევცვალოთ. 2 წელი ტიტულის გარეშე „ბლანკოსისთვის“ დიდი ტრაგედიაა, რაც მოთამაშეებზეც გადადის.“
„ახალი სეზონიდან სამეფო კლუბი უნდა იყოს დალაგებული, ემოციებისგან გათავისუფლებული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.“
„თქვენ კარგად იცით, რომ მბაპემ აქ მოსვლით ბავშვობის ოცნება იახდინა, ამით ყველაფერია ნათქვამი, მას უყვარს „რეალი“ და ბერნაბეუზე თამაშით ძალიან ბედნიერია.“
„ის, რაც ხდება შიდა სამზარეულოში, გარეთ არ უნდა გადიოდეს. ესეც ამ გერბის შემადგენელი კომპონენტია.“
„ჩუამენი? ის იქნება „ელ კლასიკოს“ განაცხადში.“
„რა თქმა უნდა, მთავარი პასუხისმგებლობა მე მეკისრება, როგორც მატჩების შედეგებზე, ასევე გუნდში არსებულ სიტუაციაზე, რადგან მთავარი მწვრთნელი ვარ.“
- დღეს, 16:42
- 118
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



