მოურინიოს მთავარი სატრანსფერო მოთხოვნა „ბაიერნის“ ვარსკვლავია!

ჟოზე მოურინიოს სატრანსფერო გეგმა უკვე ჩამოყალიბებული აქვს. „განსაკუთრებული“ ითხოვს, როგორც დაცვის, ასევე ნახევარდაცვის და თავდასხმის გაძლიერებას.

არსებული ინფორმაციით, პორტუგალიელი სპეციალისტის მთავარი მოთხოვნა მიუნხენის „ბაიერნის“ ვარსკვლავია, რომლის გადმობირებაც დიდ სირთულეებთან იქნება დაკავშირებული.

საქმე ეხება ოლისეს, რომელიც ნამდვილად ვარსკვლავად ჩამოყალიბდა. ჟოზე მიიჩნევს, რომ ფრანგი მოთამაშეს დამატება ძალიან მნიშვნელოვანი იმ მომაკვდინებელი და უსწრაფესი შეტევის ხაზისთვის, რომლის ჩამოყალიბებაც მას აქვს გეგმაში.

მოურინიოს დროს წინა ხაზში რონალდუ, ბენზემა და დი მარია იყვნენ, ის ოცნებობდა ბეილზეც, თუმცა ვერ დაიმატა, შემდეგ კი უელსელი კარლო ანჩელოტის ეპოქაში მოვიდა.

ახლა ჟოზე მიიჩნევს, რომ სწორედ ოლისეს შეუძლია იმ ფუნქციების შესრულება, რომელსაც გარეთი ასრულებდა და მის ანგარიშზე არაერთ საგოლე გადაცემასთან ერთად უმნიშვნელოვანესი გოლებიც ფიქსირდებოდა.

ჟოზე ოცნებობს, რომ წინა ხაზში ვინისიუსი, მბაპე და ოლისე იხილოს, ამისთვის კი „რეალმა“ ყველაფერი უნდა იღონოს.

არაოფიციალური ინფორმაციით, სამეფო კლუბი ოლისეს ტრანსფერისთვის 140 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს.


1

9 მაი 2026 11:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 84

მოკლედ, ყველაფერი ახდა რაც ვივარაუდე ჩაბოს გაგდების მერე და რომც დარჩენილიყო, ვერც ჩაბი უშველიდა ამ სამარცხვინო ფეხბურთელენს. ჟოზესაც ეხლა ეუბნებიან, ვინც გინდა დასვი სკამზეო, მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგება, დაიწყება ისევ ტირილოს ზმოს მედიაში გამოჟონვა ვალდებებასიდან. არ ეშველება ამ გუნდს - არააა. 


2

9 მაი 2026 13:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 273
9 მაი 2026 11:55, ángel.blanco says:

მოკლედ, ყველაფერი ახდა რაც ვივარაუდე ჩაბოს გაგდების მერე და რომც დარჩენილიყო, ვერც ჩაბი უშველიდა ამ სამარცხვინო ფეხბურთელენს. ჟოზესაც ეხლა ეუბნებიან, ვინც გინდა დასვი სკამზეო, მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგება, დაიწყება ისევ ტირილოს ზმოს მედიაში გამოჟონვა ვალდებებასიდან. არ ეშველება ამ გუნდს - არააა. 

გაუმარჯოს! 100% ვიცოდი არბელოას მოსვლა, რომ არებდა ყველაფერს და ვერც ვერაფერს მოვიგებდით და 0-დან იქნებოდა ყველაფერი ასაშენებელი... ერთი მხრივ კარგია, ბევრი ადამიანის/ფეხბურთელის რეალური სახე დავინახეთ! ვისაც არ უყვარს გერბი და პატივს არ სცემს თანაგუნდელებს და შტაბს ყველა წასასვლელია უკლებლივ + ტრამვიანები და ზრდილობის და ეთიკის პრობლემა ვისაც აქვს... ან უნდა მოარჯულოს მოურინიომ.

რაც შეეხება ოლისეს ტრანსფერს დახატა და რეალს, თან ათწლეულობით მოგვარდებოდა მარჯვენა ვინგერის საკითხი, რომელიც ძალიან სუსტად გამოიყურება, მივესალმები... მაგრამ ძალიან რთულია

-----------------------
Hala Madrid! White heart!

3

9 მაი 2026 13:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 163

ჩხუბი ჩუამენსა და ვალვერდეს შორის ჩემი ბრალი იყო - არბელოა))


4

9 მაი 2026 16:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 231

დაივიწყონ ოლისე, ჯერ ერთი არ გამოუშვებს ბაიერნი, თუ გამოუშვებს 150 მოითხოვს მაინც, მეორე კიდე კაცმა არ იცის ამხელა წნეხს გაუძლებს თუ არა, მესამე ის რომ მთლად რონალდინიოც არაა როგორც გააღმერთეს, პსჟსთან მეორე თამაშში საერთოდ გამქრალი იყო, 26 წლისაა და პრაიმი ალბად 4-5 წელი ექნება , ამხელა ფასიანი ფეხბურთელის მოყვანას მართლა სადაც ძალიან გვიჭირს ნახ დაცვაში იმას მიხედონ, ტონალი დაიდოს , ძან გვჭირდება. ნიკო ფასიც დააბრუნონ და ის კის სმიტი როა ეგეც საყიდია,  ჩუამენი კამავინგა სებალოსი სამივე გასაყიდია, მარჯვენა ფლანგს რაც შეეხება ვალვერდეც მშვენივრად გაქაჩავს , ისედაც სულ ვინგერად იდგა ადრე. ცენტრ ფორვარდიც გვჭირდება ასევე, და დაცვაში ორი კაცი. ძალიან ბევრი ცვლილებაა საჭირო ძალიანნნ. 


5

9 მაი 2026 20:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 295

ბოლო-ბოლო მოვიდა ეს ქინძი მაურინიო?)))

რამდენათ გაამართლებს რეალში როგორც მენეჯერი არ ვიცი,მაგრამ ყველა თამაშზე შოუ რომ არ მოაკლდება მაყურებელს,ეგ უეჭველია.))))))))


6

10 მაი 2026 03:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 59

bichebs gaumarjo saxali var.qarTuli asoebit rogior unda davcero

olise 24 aris dzma  


7

10 მაი 2026 12:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 84
10 მაი 2026 03:02, jancker 19 says:

bichebs gaumarjo saxali var.qarTuli asoebit rogior unda davcero

olise 24 aris dzma  

გაუმარჯოს. ტელეფონზე ან კომპიუტერზე თუ გიყენია ქართული ანბანი, ჩვეულებრივად დაწერ.

9 მაი 2026 13:43, Rustaveli1990 says:
9 მაი 2026 11:55, ángel.blanco says:

მოკლედ, ყველაფერი ახდა რაც ვივარაუდე ჩაბოს გაგდების მერე და რომც დარჩენილიყო, ვერც ჩაბი უშველიდა ამ სამარცხვინო ფეხბურთელენს. ჟოზესაც ეხლა ეუბნებიან, ვინც გინდა დასვი სკამზეო, მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდგება, დაიწყება ისევ ტირილოს ზმოს მედიაში გამოჟონვა ვალდებებასიდან. არ ეშველება ამ გუნდს - არააა. 

გაუმარჯოს! 100% ვიცოდი არბელოას მოსვლა, რომ არებდა ყველაფერს და ვერც ვერაფერს მოვიგებდით და 0-დან იქნებოდა ყველაფერი ასაშენებელი... ერთი მხრივ კარგია, ბევრი ადამიანის/ფეხბურთელის რეალური სახე დავინახეთ! ვისაც არ უყვარს გერბი და პატივს არ სცემს თანაგუნდელებს და შტაბს ყველა წასასვლელია უკლებლივ + ტრამვიანები და ზრდილობის და ეთიკის პრობლემა ვისაც აქვს... ან უნდა მოარჯულოს მოურინიომ.

რაც შეეხება ოლისეს ტრანსფერს დახატა და რეალს, თან ათწლეულობით მოგვარდებოდა მარჯვენა ვინგერის საკითხი, რომელიც ძალიან სუსტად გამოიყურება, მივესალმები... მაგრამ ძალიან რთულია

გაუმარჯოს ძმაო. კი, გეთანხმები. გამოჩდა რეალური სახეები, მაგრამ მაგას რამდენად მოყვება რეალური ნაბიჯები, ეგ მაფიქრებს. რაღაც ნიტო სოტუაციაა რა რეალში. ერთი კაფი არ გვყავს ვისაც ყველა პატივს სცემს, მათ შორის ოპონენტები. აი, როგორიც ლუკა და ტონი იყვნენ. 

ოლისეს რაც შეეხება, არამგონია ეგ ამბავი გამოვიდეს. აი, ენდრიკიც ჰო ცაციაა და დადგეა მარჯვენა ფლანგზე, იქნებ გამოვიდეს რამე მაგისგან. მე გონზალოს გაშვება მენანება. ძალიან კარგი ფეხბურთელია ჩემი აზრით. აი, თანამდროვე ცხრიანს რაც უნდა ჰქონდეს, ყველაფერი აქვს. ფიზიკა, ტექნიკა, პასი, პრესინგი. მაგრამ დორტმუნდში უშვებენო იწერება.


8

10 მაი 2026 18:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 59

madloba


9

11 მაი 2026 22:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 413

რაც უნდა ის გააკეთოს და ოლისე მოიყვანოს გუნდში გსყიდოს ნიკო პაზი გაყიდოს არდა გულერი და მიაყოლოს კამავინგა წესით უნდა მოუვიდეს ამ სამ ფეხბურთელში და ერთიც კიდე ნახევარმცველი და სამი მცველი თუ უნდა პერეს რსმე რო გამოვიდეს

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

მთვლელები

საიტის არქივი:

ივლისი 2026 (204)
ივნისი 2026 (203)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (307)