არბელოა ჟოზეს ასისტენტად? დაბრკოლება ბევრია
Infinite Madrid-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო ალვარო არბელოას ასისტენტად განიხილავს, მაგრამ არსებობს ხელისშემშლელი გარემოებები.
მიუხედავად იმისა, რომ არბელოამ გუნდში ჩაბი ალონსოსთნ არსებული გაუგებრობები აღკვეთა, წარმოიშვა ახალი დაპირისპირებები, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
მოურინიოს ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება სურს, არბელოას გუნდში დარჩენამ კი შესაძლოა ვითარება ბოლომდე ვერ დაასტაბილუროს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თავად ესპანელი ამ იდეას არ მიესალმება და რომელიმე გუნდის ჩაბარება აქვს მიზნად დასახული.
„ას“-ის ცნობით, ჟოზეს ტონი კროოსის კანდიდატურაც შესთავაზეს, მაგრამ მხარეებს სხვადასხვა ხედვა აქვთ, შესაბამისად, ტონი მენეჯმენტში იმუშავებს და არა სამწვრთნელო შტაბში.
- დღეს, 13:05
- 56
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




