მოურინიოს მინიმუმ 7 ფეხბურთელის გაშვება სურს
„ას“-ის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიო ფლორენტინო პერესს ვიდეოკონფერენციის საშუალებით ესაუბრა და საკუთარი გეგმები გააცნო.
პორტუგალიელი ფეხბურთელი გუნდიდან მინიმუმ 7 ფეხბურთელის გაშვებას ითხოვს. „განსაკუთრებულის“ აზრით, კლუბში ძალიან სერიოზული ცვლილებების განსახორციელებელი და ამისთვის მას სატრანსფერო უფლებებზე სრული ავტონომია სჭირდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, სიაში არიან ისეთი ფეხბურთელებიც, რომლებზეც „ბლანკოსი“ გათვლას მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, მიაღწევენ თუ არა შეთანხმებას მხარეები, თუმცა ფაქტია, რომ არაერთი გამოცემის ცნობით, „განსაკუთრებული“ ბერნაბეუზე დაბრუნებასთან ერთ ნაბიჯშია.
- დღეს, 13:04
- 118
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




