არბელოა:,,წასვლაზე არ ვფიქრობ, საზრუნავი მხოლოდ 3 ქულაა"

ალვარო არბელოამ „ესპანიოლთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„საკმაოდ რთული მატჩი გველის, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. მომზადებისთვის დიდი დრო გვქონდა და მივიჩნევ, რომ გუნდი 3 ქულის მოსაპოვებლად მზად არის.“

„სებალიოსი? რაც ხდება გასახდელში, რჩება გასახდელში. აქ ყოფნის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს და „ბლანკოსის“ სტანდარტს ვერ შევეწინააღმდეგები.“

„ახალი მწვრთნელი? მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვარ ორიენტირებული და სხვა არაფერზე. მესმის, რომ თქვენი ინტერესის საგანი „რეალის“ ირგვლივ არსებული მოვლენებია, მაგრამ როგორც გითხარით, მე ახლა „ესპანიოლზე“ ვფიქრობ.“

„გონსალო გარსია საკმაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. არ ვიცი, წავა თუ არა ის ზაფხულში. ამას კლუბი და თავად ფეხბურთელის გარემოცვა გადაწყვეტს. მე მჯერა კანტერანოს შესაძლელობების და ვიცი, რომ დიდი ფეხბურთელი დადგება.“

„ფრანკო მასტანტუონოს დიდი მომავალი აქვს, არგენტინელი ბევრს შრომობს და ცდილობს, ევროპულ ფეხბურთთან ადაპტირდეს. ნუ დაგავიწყდებათ მისი ასაკი.“

„თუ „რეალიდან“ წავალ, რა თქმა უნდა მსურს, რომ „ბარსელონა“ დამარცხებული მყავდეს. წინ დიდი „ელ კლასიკო“ გველის და დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია ამ შეხვედრის მოგება, მაგრამ როგორც გითხარით, ახლა სხვა პრიორიტეტებზე ვფიქრობ, ახლა ჩემი საზრუნავი „ესპანიოლის“ დამარცხებაა.“

„როდესაც სამეფო კლუბის გერბს იცავ, ყველა მომენტში პროფესიონალიზმი უნდა გამოიჩინო.“


1

2 მაი 2026 15:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 883

ჩაბის დატოვება ჯობდა შენს მოყვანას და მაგას ციფრებიც კარგად ადასტურებს. არასწორი ნაბიჯი იყო


2

2 მაი 2026 16:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 074

ეჰ,შენი ნება რომ იყოს კიდევ დიდი ხნით დარჩებოდი მენეჯერის პოსტზე,მაგრამ ეხლა ფლორენტინო პერესს კითხე აბა??)))))


3

2 მაი 2026 18:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 428

Icis ro sansi ar aq la ligis mogebis da amastan dakavsirebit sityvac ar daudzvria:dd ra dgesi vart


4

2 მაი 2026 22:09

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 074

კლოპი თუ არ მოვა,მაშინ ზიდანს უნდა დაუჩოქოს პერესმა და დაითანხმოს დაბრუნებაზე.პერესი არ არის,მაგის გამკეთებელი,არც ზიზუა უკან მომბრუნებელი,რადგან ფული ატკინა პერესმა და თანაც საფრანგეთის ნაკრებში წასვლა ურჩევნია.ამიტომ,რეალის გაფარჩაკების ხანა და მენეჯერების მიდი-მოდის უნდა ველოდოთ დიდი ალბათობით.


5

3 მაი 2026 02:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 215

ხო და უნდა წახვიდე, ვერ ფიქრობთ კარგად... ბოლოს როდის მოიგეთ? მაგარი დისციპლინაა გუნდში ჩამოსაყალიბებელი...

მგონი ჟოზე მოდის...

-----------------------
Hala Madrid! White heart!

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (108)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)