კლარენს ზეედორფს კაკას მილანში დაბრუნება ეეჭვება
მილანის ვეტერანი ნახევარმცველი, კლარენს ზეედორფი რიკარდო კაკას იტალიაში შესაძლო დაბრუნებას აფსურდს უწოდებს.
რიკარდოს ინტერში გადასვლას უფრო ხშირად უწინასწარმეტყველებენ, თუმცა კაკას მამის მილანში ვიზიტმა ჭორები 28 წლის მოთამაშის როსონერიში დაბრუნებაზე გააძლიერა.
ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მილანში 6 წელი გაატარა. მან იტალია გასულ ზაფხულს დატოვა. ამ ყველაფერზე ზეედორფმა განაცხადა:”ეს არის არარეალური. რიკი ჩემი მეგობარია, მაგრამ არამგონია ინფორმაცია მისი დაბრუნების შესახებ ჭეშმარიტი იყოს. იმედი მაქვს ის ფორმაში მალე შევა.”
- 11 ოქტომბერი 2010
- 1 626
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.