არბელოა:„აპრილის თვე ურთულესი გამოდგა“
„ბეტისთან“ შეხვედრის შემდეგ ალვარო არბელოამ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან ვწუხვარ, რომ გამარჯვებას ვერ მივაღწიეთ, ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო 3 ქულის მოპოვება.“
„რა თქმა უნდა, გუნდში დიდი იმედგაცრუება გვაქვს. გოლი ბოლო წუთზე გავუშვით.“
„პენალტი? აქ ნამდვილად ხელით თამაში იყო. ვფიქრობ, ბევრ დავასაც არ საჭიროებს.“
„მბაპეს დისკომფორტი აქვს, მაგრამ ახლა დამატებით განმარტებას ვერ გავაკეთებ. ექიმები ფრანგს დააკვირდებიან და ამის შემდეგ მეტი ინფორმაცია გვექნება.“
„რთული აღსაქმელია აპრილის შედეგები, მაგრამ მეტი დასკვნის გამოტანაა საჭირო.„
„მომდევნო ტურებში ყველაფერი უნდა ვიღონოთ სიტუაციის შესაცვლელად და მაქსიმალური შედეგების დასაფიქსირებლად.“
„ჩვენ მადრიდის „რეალი“ ვართ. გუნდი, რომელიც მაშინაც მოწოდების სიმაღლეზე დგას, როდესაც ყველაფერს ფორმალური ხასიათი ეძლევა.“
- დღეს, 13:27
- 32
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



