არბელოა:„„რეალის“ მიზანი ყველა მატჩის მოგება იქნება“

ალვარო არბელოამ „ბეტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენი მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდია, შესანიშნავი მწვრთნელით და მიდგომებით. დარწმუნებული ვარ, რთული შეხვედრა გველის, მაგრამ გუნდის მიზანი 3 ქულის მოპოვება იქნება.“

„არ ვიცით, რა შედეგები ექნება „ბარსელონას“, ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი შანსი მინიმალურია.“

„ჩემი მიზანი არ არის „ბლანკოსის“ ფეხბურთელების მოტივირება, მათ ისედაც კარგად იციან საკუთარი საქმე. როდესაც „რეალის“ ღირსებას იცავ, შენ დიდი პასუხისმგებლობა გაქვს.“

„როგორც უკვე გითხარით, „რეალის“ მიზანი ყველა ტურის მოგება იქნება.“

„დანი კარვახალი? როდესაც ასეთი მასშტაბის ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, მეტი სიფრთხილე გვმართებს. ის არის ლეგენდარული კაპიტანი, დიდი ავტორიტეტით მქონე ფეხბურთელი, რომლის თავდაჯერებულობაც სხვებსაც გადაეცემა.“

„ყოველთვის სასიამოვნო ურთიერთობა მქონდა დანისთან და ასე გაგრძელდება მომავალშიც.“

„ტრენტი თუ დანი? რთული კითხვაა. ამ ბოლო დროს, ინგლისელს გაცილებით მეტი დრო მივეცი, თუმცა იმას არ ნიშნავს, რომ არჩევანს მხოლოდ ალექსანდერ არნოლდზე ვაკეთებ. კონკურენცია დიდია, თუმცა როგორც უკვე გითხარით, დანი ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს.“

„მბაპემ სოც.ქსელში დაწერილი პოსტი მოიწონა? ეს ჩემი საქმე არ არის, კილიანი მოურინიო პოსტს იწონებს თუ ჯულია რობერტსის.“

„ედერ მილიტაოს და არდა გიულერს დაზიანებები აქვთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი გამოგვაკლდნენ.“

1

23 აპრილი 2026 15:57

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 802

მილიტაო მადლობა ნახვამდის!ტოპი ხარ მარა ვერ დავეყრდნობით.

2

23 აპრილი 2026 16:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 393

არბელოა:„„რეალის“ მიზანი ყველა მატჩის მოგება იქნება“

იასნია, აბა სხვა რაღა დაგრჩა სათქმელი, ტიტულები აღარ დარჩა, მეცოდები, მაგრამ უნდა წახვიდე და ვიღაც ისეთი მოვიდეს ცეცხლი რო დაანთოს მოედანზე. 

3

23 აპრილი 2026 16:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362

და რომც მოიგო რა ? 

მაქსიმუმ მეორე ადგილი ....

ერთადერთი რაც მოსაგებია - კლასიკო , დანარჩენი წააგე ყველა თუ გინდა .

4

23 აპრილი 2026 17:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 190

მილიტაო კიდე დაიტრავმა? ალაბა მილიტაო ასენსიო ფრან გარსია , ყველა გასაყიდია დაცვიდან, კარვა თავისით წავა ალბად. ძალიან ძალიან დიდ ცვლილებს ველი ზაფხულში, ფაქტიურად გუნდის 40პროცენტი გასაშვებია, იმიტომ არა რომ მხოლოდ უტიტულოდ დავრჩით, პერსპექტივის ნასახი არ აქ ზოგს, აი არიან მოთამაშეები რომლემსაც მაინც ეტყობათ კლასი და ის რომ შეუძლიათ ფორმაში შესვლა და საუკეთესო ფეხბურთის თამაში, მაგალითად ბელინგემი, აქვს აშკარად კლასი. ასევე ვალვერდესაც , თუ დაცვას მოაშორებენ სწორ ტაქტიკაში ძან დონე იქნება, ასევე ტრენტმაც მოუმატა ძალიან, დაცვაშიც და წინ ხო ფაქტიურად მკვლელი პასები აქვს, აი სხვებზე რა ვთქვა არ ვიცი, კამავინგა ჩუამენი სებალოსი , გასაყიდია ულაპარაკოდ, მასტანტუანო და გონსალო არენდით. შევსება გვჭირდება ჯამში 5-6 ახალი მოთამაშით, 3 მცველი - 2 ნახ მცველი და 1 ცენტრ ფორვარდი. ნუ მე ვინისიუსსაც გავყიდდი და მბაპეს გადავწევდი მარცხნივ. როდრიგო არ დამაბიწყდეს გასაყიდებში

5

23 აპრილი 2026 19:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 155

შე ძალათ ფეხბურთელო და ძალათ მენეჯერო.ვინც შენ რეალში მოგიყვანა,მე იმის დედის თავზე გავიარე.)))

6

23 აპრილი 2026 21:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695

კიდე ამას ა$ვამს ხალხი იმის მაგივრად რომ გაიაზრონ რომ ნაგავი გუნდია. ბარსელონა კიდე იამალის გარეშე რას წარმოადგენს გუშინ ვნახეთ. $რაკში გამოისვა სელტამ, აუცილებლად დაკარგავენ ქულებს და არ უნდა ჩამოგვეძინოს, თუნდაც კლასიკოს რომ მიეცეს მუღამი მაგისთვის

მილიტაოზე დავწერე ამას წინად, კი მაგარი დონე მცველია მაგრამ გინდ გყოლია გინდ არათქო და იმის მერე 3 თამაში არ გადაუბია ტრავმის გარეშე. მაგას რაც დაემართა მასეთ ტრავმებს ადრე რომ იღებდნენ ეგრევე ფეხბურთელები ანებებდნენ თავს თამაშს. თან მცველის პოზიცია ისეთია, ბევრი უხერხული მოძრაობა გიწევს, ბევრი ახტომა, ბევრი მუხლის დატრიალება. ძალიან მეცოდება მაგრამ მის იმედად ვერ იქნება გუნდი. რუდიგერს ეგრევე მისცენ 2 წლიანი ბბევრი ლაპარაკის გარეშე. ეგ კაცი რომ არა სად ვიქნებოდით ღმერთმა უწყის. 

7

23 აპრილი 2026 22:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 931
23 აპრილი 2026 21:48, Maestro says:
კიდე ამას ა$ვამს ხალხი იმის მაგივრად რომ გაიაზრონ რომ ნაგავი გუნდია. ბარსელონა კიდე იამალის გარეშე რას წარმოადგენს გუშინ ვნახეთ. $რაკში გამოისვა სელტამ, აუცილებლად დაკარგავენ ქულებს და არ უნდა ჩამოგვეძინოს, თუნდაც კლასიკოს რომ მიეცეს მუღამი მაგისთვის

აღარ მინდა ხოლმე მაგ თემაზე ლაპარაკი აზრი არ აქ. ყველაზე ნაკლებად დამნაშავე თუ ვინმე არი არბელოაა. ჯერ რამდენი მწვრთნელი არსებობს ვისაც დიდი ფეხბურთი არ უთამაშია და ზოგი არც ყოფილა ფეხბურთელი საერთოდ ეგ არაა საზომი რასაც ხშირად იმეორებს ბევრი. ამ გუნდში კლოპიც რო მოიყვანო და სხვა არაფერი შეცვალო აი ფანტასტიკის სფეროა რამეს მიაღწიოს. გუნდი არ არის და გინდა არბელოა იყოს გინდა ნებისმიერი მაღალი დონის მწვრთნელი. იმის ბრალია რო გუნდში ავტორიტეტი აღარ დარჩა და ყველა თავისას უბერავს. მბაპეს და ვინისიუსის ავტორიტეტი არ გაიშვას. ბევრი ვარსკვლავი ყოფილა ამ გუნდში მაგრამ ესეთი უაზრო თამაში და უდისციპლინობა არ მახსენდება. 

8

23 აპრილი 2026 22:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695
23 აპრილი 2026 22:06, Axl says:

არ ვიცი თუ გახსოვს ბენიტესის რეალი. აი ხო ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ გუნდს ეტყობოდა რომ მწრთვნელი უშლიდათ ხელს თამაშში. არაბუნებრივად მოძრაობდნენ, თითქოს რაღაც დავალებებს აძლევდათ ის ისეთს რომელსაც ესენი ან არ ან ვერ ასრულებდნენ. გქონდა კაცს განცდა რომ მწრთვნელი იყო არაკომპეტენტური. 

მაგის მერე რეალში არ ყოფილ მწრთვნელი რომ ეგ განცდა მქონოდა. ზუსტად როგორც ანჩელოტის დროს ჩავარდა სეზონი შარშან, იგივე ხდება ეხლაც, და რატომ? ვინი და მბაპეს ერთ პოზიციაზე თამაშის გამო. მეტი არაფერი არაა მანდ. 

ეგ შეიცვლება და გუნდი დალაგდება. 4-3-3 და ორი გამოკვეეთილი ფლანგი. პატარა ბავშვიც დაინახავს ამას

9

23 აპრილი 2026 23:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 106

ბერნაბეუ რომ ჩოგბურთის კორტად გადააკეთეს დროებით ნახეთ? დამატებითი ფული კიდე!!? 

მარა ამ ფულს ტრანსფერებში მაინც არ დახარჯავს :)

10

23 აპრილი 2026 23:53

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 246
23 აპრილი 2026 23:40, murtoreali777 says:

ბერნაბეუ რომ ჩოგბურთის კორტად გადააკეთეს დროებით ნახეთ? დამატებითი ფული კიდე!!? 

მარა ამ ფულს ტრანსფერებში მაინც არ დახარჯავს :)

ბერნაბეუზე რაც მაყუთს აკეთებენ... მაგრამ ჩვენ რა ხეირი..

კაროჩე გუნდიდან ერთი 10 კაცამდე უნდა წავიდეს + მწვრთნელი.

გვრჩება ნორმალური ფეხბურთელები, მაგრამ აქედან რამოდენიმე ხშირად იღებს ტრამვას, ზოგი ასაკშია, დანარჩენი ახალი მოსულია და იმიტომ არ გაუშვებენ + ზოგ-ზოგიერთების ეგო...ბუტიაობა

ძნელი იქნება, მაგრამ უნდა მოინდომონ... სხვა გზა არაა

-----------------------
Hala Madrid! White heart!

11

24 აპრილი 2026 00:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 190
23 აპრილი 2026 22:21, Maestro says:
23 აპრილი 2026 22:06, Axl says:
აღარ მინდა ხოლმე მაგ თემაზე ლაპარაკი აზრი არ აქ. ყველაზე ნაკლებად დამნაშავე თუ ვინმე არი არბელოაა. ჯერ რამდენი მწვრთნელი არსებობს ვისაც დიდი ფეხბურთი არ უთამაშია და ზოგი არც ყოფილა ფეხბურთელი საერთოდ ეგ არაა საზომი რასაც ხშირად იმეორებს ბევრი. ამ გუნდში კლოპიც რო მოიყვანო და სხვა არაფერი შეცვალო აი ფანტასტიკის სფეროა რამეს მიაღწიოს. გუნდი არ არის და გინდა არბელოა იყოს გინდა ნებისმიერი მაღალი დონის მწვრთნელი. იმის ბრალია რო გუნდში ავტორიტეტი აღარ დარჩა და ყველა თავისას უბერავს. მბაპეს და ვინისიუსის ავტორიტეტი არ გაიშვას. ბევრი ვარსკვლავი ყოფილა ამ გუნდში მაგრამ ესეთი უაზრო თამაში და უდისციპლინობა არ მახსენდება. 

არ ვიცი თუ გახსოვს ბენიტესის რეალი. აი ხო ჩავარდნა გვქონდა, მაგრამ გუნდს ეტყობოდა რომ მწრთვნელი უშლიდათ ხელს თამაშში. არაბუნებრივად მოძრაობდნენ, თითქოს რაღაც დავალებებს აძლევდათ ის ისეთს რომელსაც ესენი ან არ ან ვერ ასრულებდნენ. გქონდა კაცს განცდა რომ მწრთვნელი იყო არაკომპეტენტური. 

მაგის მერე რეალში არ ყოფილ მწრთვნელი რომ ეგ განცდა მქონოდა. ზუსტად როგორც ანჩელოტის დროს ჩავარდა სეზონი შარშან, იგივე ხდება ეხლაც, და რატომ? ვინი და მბაპეს ერთ პოზიციაზე თამაშის გამო. მეტი არაფერი არაა მანდ. 

ეგ შეიცვლება და გუნდი დალაგდება. 4-3-3 და ორი გამოკვეეთილი ფლანგი. პატარა ბავშვიც დაინახავს ამას

ზუსტად ეგრეა, ორივეს უნდა მარცხნიდან შეტევა, აი ეგენი კიარა ტელევიზორიდან რო ვუყურებბთამაშს მე ვერ ვხვდები რა შეიძლება გააკეთოს ვინისიუსმა როცა ფლანგზე გაცდება კაცს, აი გაცდა, პასტრელზე მბაპე არასდროსაა პირველი, ჩაუწოდოს არაა პირველი არაა ეგენი მისი ძლიერი მხარე, იგივენაირად მბაპეც, ფლამგიდან მოატყუებს უპრობლემოდ და მორჩა, შეტევა ვეღარ ინაგრძება ცენტრ თავდამსხმელი რო არაა მცველები აწეულები არიან არ ეშინიათ ვინმეს ჩაუწოდოს მბაპემო და ჩვენი ნახ მცველები ყავთ აყვანილი რომლებსაც თავისხმრივ ისედაც ყავთ მესვეურები იმათი ნახ მცველების სახით. შეტევას ამ მოცემულობით პერსპექტივა არ აქვს და მაგიტომაცაა რო ინდ ხარჯზე პენალტებით დავაგროვეთ ის ქულები რააც გვაქ. 

12

24 აპრილი 2026 13:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 246

ვინიმ და რეალმა შეთანხმებას მიაღწიესო და მართალია? როდემდე გაუფორმეს? 

-----------------------
Hala Madrid! White heart!

13

24 აპრილი 2026 14:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 329

მოვიგეთ და მერე რა? ისევ მეორე ადგილი

14

24 აპრილი 2026 14:37

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 121

ერთი თუ გახსოვთ ზიზუ რო შერკის ითხოვდა ეხვეწებოდა პერესს მომიყვანეთო, ძან მაგარია შერკი ფრინავს, იცის ზიზუმ ფეხბურთელების შერჩევა, კაზემირო, ვალებრდე, ასენსიო ზიზუმ აღმოაჩინა

15

24 აპრილი 2026 14:42

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 106

ისე იამალის და.რაფინიას გარეშე დარჩენილ ბარსას წესით უნდა გაუჭირდეს. თამ შემდეგი ორი გასვლა აქვთ. ერთი რომ წააგონ მერე ელ კლასიკოს მოგებით დავბრუნდებით ბრძოლაში. იმედია ასეც მოხდება

16

24 აპრილი 2026 15:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 650
24 აპრილი 2026 14:37, ZIDANE5 says:

ერთი თუ გახსოვთ ზიზუ რო შერკის ითხოვდა ეხვეწებოდა პერესს მომიყვანეთო, ძან მაგარია შერკი ფრინავს, იცის ზიზუმ ფეხბურთელების შერჩევა, კაზემირო, ვალებრდე, ასენსიო ზიზუმ აღმოაჩინა

კი ითხოვდა შერკის 5 წლის უკან, მაგრამ რეალრად შეხედე დიდი ვერაფერი პროგრესი აჩვენა ამ წლებში, მასეთი დონის ფეხბურთელები კი გვყვავს ისედაც გუნდში. 

24 აპრილი 2026 14:42, murtoreali777 says:

ისე იამალის და.რაფინიას გარეშე დარჩენილ ბარსას წესით უნდა გაუჭირდეს. თამ შემდეგი ორი გასვლა აქვთ. ერთი რომ წააგონ მერე ელ კლასიკოს მოგებით დავბრუნდებით ბრძოლაში. იმედია ასეც მოხდება

ჩვენც არანაკლები რთული თამაშები გვაქვს დარჩენილი, ძალიან მეეჭვება რომ ყველა თამაში მოვიგოთ.

17

24 აპრილი 2026 17:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 607
24 აპრილი 2026 14:42, murtoreali777 says:

ისე იამალის და.რაფინიას გარეშე დარჩენილ ბარსას წესით უნდა გაუჭირდეს. თამ შემდეგი ორი გასვლა აქვთ. ერთი რომ წააგონ მერე ელ კლასიკოს მოგებით დავბრუნდებით ბრძოლაში. იმედია ასეც მოხდება

წაგებით არა ფრე შესაძლოა მაგრამ სხვები ხო დარჩა მართალია პრაგმატიზმი უფრო იქნება მაგრამ ხეტაფეს და ოსასუნას ნატრაკი არ გაიშვას სადმე:დ:ს რეალს კიდე ჯერ ბეტისი ყავს წინ და მერე ესპანიოლი არცისე იოლია რომელიმე

18

24 აპრილი 2026 20:34

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 22

მსურს დავეთანხმო ალვაროს.რა თქმა უნდა ყველა თამაში უნდა მოვიგოთ და ამ შემთხვევაში მჯერავს რომ გავხდებით ჩემპიონები.პუტები იამალის და რაფინიას გარეშე ბევრ ქულას დაკარგავენ.

19

24 აპრილი 2026 20:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 389

ეს ორი წელი აშკარად პერესმა დიდი ფული იშოვა და წელს თუ ფეხბურთელებს თავის მწვრთნელით არ მოიყვანს გაუყენონ არბელოას და ალონსოს გზას ორი წელი უტიტულოდ ეს სირცხვილზე მეტია

20

24 აპრილი 2026 21:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 190
24 აპრილი 2026 20:58, mate71 says:

ეს ორი წელი აშკარად პერესმა დიდი ფული იშოვა და წელს თუ ფეხბურთელებს თავის მწვრთნელით არ მოიყვანს გაუყენონ არბელოას და ალონსოს გზას ორი წელი უტიტულოდ ეს სირცხვილზე მეტია

რეალის შემთხვევაში იმდენი მოიგეს უტიტულობა ნაკლებად სირცხვილია მარა ამდენი კლასიკოს წაგება და ასეთი ხარისხის ფეხბურთის თამაში ნამდვილად სირცხვილია, არავინ ითხოვდა ან ორ წელში გინდათუარა ლიგა მოიგეთო მარა ფეხბურთის თამაში უნდა შეძლებოდა გუნდს, რასაც ვუყურებ ორი წელია წვალობს რეალი, ტრავმიანი ხალხი როა 70% ეგ ცალკე ტრაგედიაა. ალაბა მილიტაო მენდი კამავინგა , ამ ხალხს ბომო ორ წელში ჯამში 30 თამაში არ ჩაუტარებია. ხელფასები რო დათვალო 100მილიონზე მეტი კი ექნებათ აღებული. როდრიგოც დაემატათ ამათ ხლა, გასაყიდია ლიგა მოგებული და ტრავმიანი ხსლხი სასწრაფოს სანამ ფასი აქვთ თორე მერე ბარსელონასნაირი ფინანსური კრიზისი დაგვეწყება

21

24 აპრილი 2026 21:15

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 158

ბარსა მოიხვნება სპოტიფაიზე, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან მცირე შანსია ლა ლიგის მოგების

22

24 აპრილი 2026 21:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 352

 უბრალოდ რეალი გადაერთო ლიგაზე და ეგ იყო დიდი შეცდომა, პირიქით სიტისთან უნდა წაეგოთ და ლა ლიგას მიწოლოდნენ და კარგი შანსიც გვექნებოდა, ზედმეტად რთული კალენდარი გვქონდა ლიგაზე

23

25 აპრილი 2026 11:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 652
24 აპრილი 2026 13:22, Rustaveli1990 says:

ვინიმ და რეალმა შეთანხმებას მიაღწიესო და მართალია? როდემდე გაუფორმეს? 

2032 ამდე 

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (50)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)