ჩუამენი მანჩესტერ „იუნაიტედის“ რადარზეა

ბრიტანული გამოცემების ცნობით, ორელიან ჩუამენი მანჩესტერ „იუნაიტედს“ სურს.

მაიკლ კერიკის გუნდს მომდევნო სეზონისთვის დიდი გეგმები აქვს და პრემიერლიგის მოგებას უმიზნებს, ამისთვის კი შემადგენლობის სერიოზული გაძლიერება სურს.

ცნობილია, რომ კარლოს ენრიკე კაზემირო გუნდს ტოვებს, ინგლისში კი მის შემცვლელად სწორედ ჩუამენის განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ მანჩესტერელები ორელიანის კანდიდატურით ჯერ კიდევ 2022 წელს ინტერესდებოდნენ, თუმცა ფრანგი ბერნაბეუზე აღმოჩნდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, „წითლებმა“ ჩუამენის სანაცვლოდ 120 მილიონი ევრო გამოყვეს, მაგრამ ფლორენტინო პერესი მოთამაშის გაყიდვაზე უარს აცხადებს.

ბრიტანული გამოცემების ცნობით, კერიკის გუნდი დანებებას არ აპირებს და ბრძოლას განაგრძობს.


1

23 აპრილი 2026 11:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 190

ამაში 120 რო გადაიხადონ პირზე კოცნით გასაყიდია, ამაზე ნელი რეალს ამ საუკუნეში არ ყოლია, ტლანქი მოუქნელი , უჯარიმოდ ართმევა არ იცის და შეტევებს ვერ შლის. ეს და კამავინგა დროულადაა გასაყიდი სანამ ფასი აქვთ


2

23 აპრილი 2026 12:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 246

ბლომად ხალხია გასაყიდი...

ამ ჩელსის რა სჭირს ბოლო 5 თამაშია აგებს კიარა გოლსაც ვერ იტანენ... გუნდურობა და ფსიქოლოგია რამდენს შვება რა

ჰარი კეინმა გერმანიაში ყველაფერი მოიგო, ოქროს ბუცსსაც მოიგებს... ჩემ.ლიგა თუ მოიგო ბაიერნმა, უდავოდ ეკუთვნის ოქროს ბურთი.

პსჟ თუ გახდა და კვართან თავი გამოიჩინა მერე ლოცვები უდნა გავაძლიეროთ, რა კარგი სეზონი აქვს კვარას, მაგრად მინდა ოქროს ბურთზე გაუწიოს, ან ტოპ-5 ში რატო არაა ვერ ვხვდები უბრალოდ. სულ ამ იამალს რომ ატენიან. კვარა-დემბელე. ოლისე-კეინი. უფრო უპირობო ფავორიტია. + ვიტინია სადაც როდრის მისცეს, უკეთესად ყომარობს. 

-----------------------
Hala Madrid! White heart!

3

23 აპრილი 2026 13:17

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 466
23 აპრილი 2026 11:38, Halamadrid17 says:

ამაში 120 რო გადაიხადონ პირზე კოცნით გასაყიდია, ამაზე ნელი რეალს ამ საუკუნეში არ ყოლია, ტლანქი მოუქნელი , უჯარიმოდ ართმევა არ იცის და შეტევებს ვერ შლის. ეს და კამავინგა დროულადაა გასაყიდი სანამ ფასი აქვთ

ხალხს ჩუამენის აღნაგობა და ჰაბიტუსი ატყუებს)) როშეხედავ იტყვი მოწინააღმდეგეს ამის დანაზვაზე შიშის ზარს დასცემსო, არადა ასაკში მყოფი კაზემირი წყალწაღებულ მანჩესტერში უფრო მაგრა უბერავს, გინდ ხასიათით, გინდ გოლებით, გინდ პასებით, და რაც მთავარია მენტალიტეტით არიმალება ბურთის ამოტანისას რომ ფეხები აუკანკალდეს, და ამას რავიცი ძმაო რავერ გაიხსნა ამდენი წელია ძალიან ინერტიული ტიპია, ამის გარეშე ცენტრი მოშიშვლებულია თუმცა უფრო მოძრავი და მოქნილი

ბურთით შეშინებულია 5 მეტრო წინ ვერმიდის, პრესინგზე იმალება ტიპი შეცდომა არდავუშვაო. 

ბაიერნთან გასვლაზე ამის გარეშე ცენტრი უფრო მომეწონა,  არდა-ბრაჰიმი, ფედე-ჯუდი გვყავდა  შემტევი სტილის ხალხი, (თან ერთად პირველად ითამაშა ამოთხეულმა) კაი ტრანსფერი თუიქნება ამის გარეშე ფორმირებული ცენტრი უფრო დინამიური იქნება


4

23 აპრილი 2026 16:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 4 106

გაუშვან ჯობია და ისევ კაზე დააბრუნონ,.რომელსაც კონტრაქტი ეწურება და უფასოდ დათრევაა შესაძლებელი. ამ ჩუამენის ბევრად ჯობია დღესაც


5

23 აპრილი 2026 16:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 393
23 აპრილი 2026 13:17, Kavkaz says:
23 აპრილი 2026 11:38, Halamadrid17 says:

ამაში 120 რო გადაიხადონ პირზე კოცნით გასაყიდია, ამაზე ნელი რეალს ამ საუკუნეში არ ყოლია, ტლანქი მოუქნელი , უჯარიმოდ ართმევა არ იცის და შეტევებს ვერ შლის. ეს და კამავინგა დროულადაა გასაყიდი სანამ ფასი აქვთ

ხალხს ჩუამენის აღნაგობა და ჰაბიტუსი ატყუებს)) როშეხედავ იტყვი მოწინააღმდეგეს ამის დანაზვაზე შიშის ზარს დასცემსო, არადა ასაკში მყოფი კაზემირი წყალწაღებულ მანჩესტერში უფრო მაგრა უბერავს, გინდ ხასიათით, გინდ გოლებით, გინდ პასებით, და რაც მთავარია მენტალიტეტით არიმალება ბურთის ამოტანისას რომ ფეხები აუკანკალდეს, და ამას რავიცი ძმაო რავერ გაიხსნა ამდენი წელია ძალიან ინერტიული ტიპია, ამის გარეშე ცენტრი მოშიშვლებულია თუმცა უფრო მოძრავი და მოქნილი

ბურთით შეშინებულია 5 მეტრო წინ ვერმიდის, პრესინგზე იმალება ტიპი შეცდომა არდავუშვაო. 

ბაიერნთან გასვლაზე ამის გარეშე ცენტრი უფრო მომეწონა,  არდა-ბრაჰიმი, ფედე-ჯუდი გვყავდა  შემტევი სტილის ხალხი, (თან ერთად პირველად ითამაშა ამოთხეულმა) კაი ტრანსფერი თუიქნება ამის გარეშე ფორმირებული ცენტრი უფრო დინამიური იქნება

კაზემირო ამერიკაში მიდის მაიამში.


6

23 აპრილი 2026 19:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695

ჩუამენიზე და#მაც მოდაშია. ეს რომ გვყოლოდა ბაიერნში, ცენტრი არ იქნებოდა პრახადნოი დვორი. არც კამავინგა გამოჩნდებოდა მოედანზე და არც ის წითელი. ბოლობოლო საფრანგეთის ძირითადის კაცია


7

23 აპრილი 2026 19:48

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 650

ეს მანჩესტერში და კამავინგა ჩელსიში, ნორმალური საყრდენია მოსაყვანი და იქნებ ვიტინიაზე გაიწიოს პერესმა.


8

24 აპრილი 2026 00:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 246

ვალვერდე, ბელინგემი, კურტუა, მბაპე, გიულერი, ტრენტი, ვინი, ჰაუსენი, კარარესი ალბათ ესენი ხელ შეუხებლები იქნებიან აი დანარჩენებს რა მოელით კაცი შვილმა არ იცის...

-----------------------
Hala Madrid! White heart!

9

25 აპრილი 2026 22:01

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 85

რეალის გულშემატკივრები სნეიდერზე იძახდბენ გასაგდებია გუნდიდანო და რაც ითამაშა ყველამ კარგად იგრძნო თან ძაან ღრმად. 

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (50)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)