არბელოა:„ვინი „რეალში“ დიდხანს დარჩება“

ალვარო არბელოამ „ალავესის“ დამარცხების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„დიდი მადლობა ქომაგებს. ჩვენ ვგრძნობდით მხარდაჭერას, რომელიც გვჭირდებოდა.“

„სითბო ვინისიუსის მიმართ? ბრაზილიელის მიმართ გარკვეულ მომენტებში სტვენაც იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამხრეთ-ამერიკელმა დიდი ოვაციები დაიმსახურა.“

„დარწმუნებული ვარ, რომ მადრიდისტებს ვინი ძალიან უყვართ.“

„ლა ლიგაში ბოლომდე ვიბრძოლოთ. ვნახოთ, რა შედეგებს დააფიქსირებს მეტოქე. ახლა ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული.“

„ვინის განახლება? დარწმუნებული ვარ, ის „მერენგების“ რიგებში დიდხანს დარჩება.“

„კიდევ 6 მატჩი დარჩა, სადაც „რეალის“ მიზანი დამატებით 18 ქულის მოპოვება იქნება.“

„მე ვფიქრობ, რომ ჯუდ ბელინგემი საკმაოდ კარგად პროგრესირებს, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს მოსამატებელი. დიდხნიანი ტრავმის შემდეგ, ინლისელმა ფეხბურთელმა სრულფასოვანი დატვირთვების მიღება დაიწყო და ახლა მოედანზე 90 წუთის გატარება თავისუფლად შეუძლია.“

„კარვახალი მუნდიალზე? ის ძალიან გამოცდილი და დიდი ქარიზმის მქონე მოთამაშეა. მე ვერ ჩავერევი „ფურია როხას“ საქმეებში.“

„კამავინგა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა, მან ახალგაზრდა ასაკში არნახული გამოცდილება მიიღო.“


1

22 აპრილი 2026 22:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 048

ჯერ შენ ვინ ჩემი დაღლილი ხარ,რომ გეგმებს აწყობ?ერთი ვინია სუპერ ფეხბურთელი და მეორე შენ სუპერ მწვრთნელი რა.....ჩაიგდე მუცელში ენა,თორემ პერესი ვადაზე ადრე გაგაჯმეინებს გუნდიდან.))))


2

23 აპრილი 2026 01:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 629
22 აპრილი 2026 22:44, zizu2020 says:

ჯერ შენ ვინ ჩემი დაღლილი ხარ,რომ გეგმებს აწყობ?ერთი ვინია სუპერ ფეხბურთელი და მეორე შენ სუპერ მწვრთნელი რა.....ჩაიგდე მუცელში ენა,თორემ პერესი ვადაზე ადრე გაგაჯმეინებს გუნდიდან.))))

შენ ნამდვილად ვერ დააწყობ გეგმებს და სუპერ ბალოტელი ნამდვილად ხარ გეზიზღება რეალი ყველას ლანძღავ   


3

24 აპრილი 2026 15:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6

რას. ერჩით. ამ. კაცს. რაც. შეუძლია.  აკეთებს. ტიპმა. პირველად. ჩაიბარა. გუნდი. და. რა. შედეგს. ელოდებოდით.   კასტილიას. გაწრთვნა. და. რეალის. გაწრთვნა.  ერთი. და. იგივეა

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 24
2 მურიქი 21
3 ბუდიმირი 16
4 იამალი 15

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (108)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)