რეინას "რეალში" თამაშის პერსპექტივა ხიბლავს
მერსისაიდული ლივერპულის ესპანელმა მეკარემ, პეპე რეინამ განაცხადა, რომ სამშობლოში დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა...
"ჩემთვის ესპანეთში დაბრუნება ძალიან სასიამოვნო იქნება, რადგან მე ამ ეროვნების წარმომადგენელი ვარ. ჯერ-ჯერობით არაფერია გადაწყვეტილი, მაგრამ არამგონია ლივერპულში დიდხანს დავრჩე მიუხედავად იმისა, რომ ამ გუნდთან ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, მადრიდში დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი."
შეგახსენებთ, რეინა ლივერპულში 2005 წელს გადავიდა და უკვე დიდი ხანია ინგლისში ასპარეზობს, მანამდე კი იგი ვილიარეალისა და კატალონიური ბარსელონას ღირსებას იცავდა.
- 11 ოქტომბერი 2010
- 1 628
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.