არბელოა:„თუ წავალ, ახალ მწვრთნელს წარმატებებს ვუსურვებ“

ალვარო არბელოამ „ალავესთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ვაპირებთ ვაჩვენოთ ჩვენი ამბიცია, ვითამაშოთ კარგი თამაში და აუცილებლად გავიმარჯვოთ. ის, რომ მცირე შანსი გვაქვს, არაფერს ცვლის. მოტივაცია აუცილებელია და ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა მატჩის მოსაგებად.“

„ზედიზედ 2 წელი ტიტულის გარეშე? „ბლანკოსის“ კალიბრის გუნდისთვის ეს ძალიან ცუდი მაჩვენებელია. არ არსებობს საბაბი იმისა, რომ  ოპტიმიზმი არ შევინარჩუნოთ. გუნდი დაკომპლექტებულია უმაღლესი კლასის ფეხბურთელებით, რომელთა რესურსიც აუცილებლად გამოიღებს შედეგს.“

„ჩემს მომავალზე არ ვნერვიულობ, ეს ახლა არ არის გადამწყვეტი. თუ დავრჩები, ერთგულად ვემსახურები კლუბს, თუ წავალ, ახალ სპეციალისტს წარმატებას ვუსურვებ.“

„სამომავლო თემები კლუბის მენეჯმენტს უკავშირდება და არა მე.“

„გუნდს ნამდვილად აქვს გაუმჯობესების სივრცე. შესაძლოა შედეგები იდეალური არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ პერსპექტივა არსებობს. მადრიდის „რეალი“ აუცილებლად დაბრუნდება მწვერვალზე.“

„კარვახალი, ვალვერდე, ვინი, მბაპე და სხვები ლიდერის სულს ფლობენ. მათი გავლენა გუნდზე ძალიან მნიშვნელოვანი და პოზიტიურია.“

„არამგონია ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ დაგვისტვინოს. ყველამ იხილა, როგორ იბრძოლა გუნდმა „ალიანც არენაზე“ და რა შედეგები აჩვენა განსაკუთრებით პირველ ტაიმში.“

„ყოველთვის ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. ვცდილობ, გასახდელში მეგობრული სიტუაცია ჩამოვაყალიბო. თუ რამე არ მოგვწონს, ჩვენ ამას ღიად გამოვხატავთ და ვმსჯელობთ. სწორედ დისკუსიაში იბადება ჭეშმარიტება.“

„კამავინგამ ძალიან განიცადა გერმანიაში მომხდარი ფაქტი. ჩვენ ფრანგს მაქსიმალური მხარდაჭერა გამოვუცხადეთ. რა თქმა უნდა, ეს არ შედიოდა ედუს გეგმებში.“

„აუცილებლად უნდა დავიმსახუროთ ოვაცია, ამიტომ საკუთარი გულშემატკივრების წინ სანახაობრივი ფეხბურთის ჩვენება გვმართებს.“

„არდა გიულერი ბრწყინვალე მოთამაშეა. ახალგაზრდამ არაერთხელ დაადასტურა, რომ უმაღლესი დონის მატჩებში ლიდერის ფუნქციის შესრულება შეუძლია. მერწმუნეთ, არდა კიდევ მოუმატებს და ეჭვი არ მეპარება, მივა იმ კონდიციამდე, როდესაც მთელი მსოფლიო აღიარებს. მისი მანევრირება, ბურთის ფლობის უნარი და დარტყმა თვალშისაცემია.“

„შუა სეზონში მოსვლა? ეს რა თქმა უნდა, ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩემთვის „რეალში“ დანიშვნა დიდი პატივი იყო.“

„მბაპემ „ბაიერნის“ წინააღმდეგ დიდი ეფექტი აჩვენა, ყველგან მოძრაობდა და გოლის გატანაც შეძლო. კილიანის გოლების რაოდენობა ყველაფერზე მეტყველებს.“

1

20 აპრილი 2026 14:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 891

არბე, უაზროდ ლაპარაკობ ამდენს რა. შენ ვერ დაიჭერ მანდ სიტუაციას.

2

20 აპრილი 2026 14:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 798

ამის მიმართ სულ არ ვიყავი მომთხოვნი და პრეტენზიული,სულ არ იგეგმებოდა არბელოა მწვრთნელად მაგრამ სიტუაციებიდან გამომდინარე დათანხმდა კლუბს და მოუწია

3

20 აპრილი 2026 16:40

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 242

უნდა წახვიდე აბა რა უნდა ქნა... რეალს ბარსაზე 2-ჯერ ძლიერი გუნდი ყავს და რა ქნა? ან ატლეტიკომ რამდენი დახარჯა ტრანსფერებში 300 მილიონზე მეტი გაისროლეს და 2 სეზონია ვერც ატლეტიკომ და ვერც რეალმა ვერაფერი ქნა... ესპანეთში იმიტომ ლიდერობს ბარსა, რომ ფლიკის ხელი დაეტყო გუნდს, ჩააჯვას სუყველამ გუნდიდან ვინც გუნდზე არ ფიქრობს საერთოდ და რეალობაზე თვალის გასწორება არ სურს... მორიდება, თვალის დახუჭვა და გათვალისწინების დრო აღარაა აღარ! სირცხვილია! 

17.86% ქონდა ალონსოს წაგების კოეფიციენტი

33.33% არბელოას და მგონი აქ ბაიერნთან წაგება მითვლილიც არაა...

-----------------------
Hala Madrid! White heart!

4

20 აპრილი 2026 17:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 291

ალონსოს მბაპე აუჯანყდა, ეგ სლე, მერე აყვა მაკაკა ვინისიუსიც და გააგდეს ძალით.

მაგრამ ისიცაა რომ ალონსოს სჭირდება ახალგაზრდა ფეხბურთელები და არა ვარსკვლავები, ვერ დაიჭირა სიტუაცია. 

კლოპი ან მოურინიო უნდა აუცილებლად რეალის თავზეგადასხმულ, ტიკტოკერ ვითომ ფეხბურთელებს ჯერ რომ ტ.რაკი დააყენებინოს ყველას და მერე არბენინოს ცხენებივით

5

20 აპრილი 2026 17:28

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 350
20 აპრილი 2026 17:03, Luca_Modric says:
მოურინიო

ამდენმა კლუბმა გააგდო უბრალოდ ვეღარც ვიხსენებ და რეალში გინდათ? 

6

20 აპრილი 2026 17:54

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 649

თუ წავალ კი არა უკვე წასული ხარ, რაც ამან ბაიერნთან გააკეთა საქართველოს მეორე ლიგის მწვრთნელი არ იზავდა ამას.

7

20 აპრილი 2026 19:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 704

იუმორის გრძნობა გქონია- თუ წავალო)))

8

20 აპრილი 2026 20:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695

კიდე არბელოას რომ აბრალებენ რაღაცეებს :))) არბელოა არ იყო ზედიზედ რომ ჩაუდო, მოუს, გვარდიოლას, და მერე სიმეონეს? კლოპი თუ არ მოვიდა, ამ კაცს დრო უნდა მიეცეს. მოურინიო მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში

9

20 აპრილი 2026 20:10

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203
20 აპრილი 2026 20:00, Maestro says:

კიდე არბელოას რომ აბრალებენ რაღაცეებს :))) არბელოა არ იყო ზედიზედ რომ ჩაუდო, მოუს, გვარდიოლას, და მერე სიმეონეს? კლოპი თუ არ მოვიდა, ამ კაცს დრო უნდა მიეცეს. მოურინიო მხოლოდ გამოუვალ შემთხვევაში

არბელოას და ვინიციუსს)) ვინიციუსის დაჯმა მოდაშია ვაფშე როგორში იცი აი როგორც ზიდანისა და ფენომენის ქება. ისე ყვირის ეს სახელები რომ ესენი თუ აქეთ მაგრა გესმის ფეხბურთი ან მაგარი მადრიდისტა ხარ.არადა კონკრეტულად რეალის ლეგასით ვინიციუსი ახლავე ორივეზე დიდია. კრიშტიანუ ხო ვაფშე ცალკე გალაქტიკაა,მარა რამდენი მნიშვნელოვანი თამაში ჩააგდო ნებისმიერი მომედავოს გავახსენებ ბევრს.ბოლო 5 წელია ულაპარაკოდ ერთ-ერთი წამყვანი იგროკია,თუ მთავარი არა და მაინც მას აბრალებენ ყველაფერს და აგდებენ . ასეთუ არაფერი მინახია.

10

20 აპრილი 2026 21:03

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 798
20 აპრილი 2026 20:10, RONALDINHO says:

მბაპეს არ გაუშვებენ და ორივეს ერთად ყოფნა არის კატასტროფა,ნუ არც ვინისიუსს გაუშვებენ ესენი თორე კვარაში გავცვლიდი სიამოვნებით.რატო არ ინტერესდებიან კვარათი ჭორის დონეზე მაინც არ მესმის

11

20 აპრილი 2026 21:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 188

ვინისიუსი როცა ფეხბურთს თამაშობდა და კარგად თამაშობდა პირველი მე ვაქებდი, ბოლო 2 სეზონია ფეხბურთის თამაშის გარდა ყველაფრით რო იჩენს თავს ხან რასიზმიო ხან რაო ხან რაო მაგიტო მინდა წავიდეს. პირველ რიგში მე რეალის ფანი ვარ და კლუბის ინტერესების და მერე მოთამაშის, როცა ჩემი გუნდი მეორე წელია ვერაფერს იგებს და ამაში ერთერთი წვრილი სწორედ ვინისიუსსაც აქვს მაგიტომ მინდა წავიდეს. მოტივაციის ნასახი არ ეტყობა მოედანზე ტიპს, კაცს ვერ ატყუებს და დარტყმა არც არასდროს ცოდნია და ძველი დიდების გამო რონალდოა დასაბრუმებელი მასე. ნუ ცხადია მარტო ვინისიუსი არაა დამნაშავე ამ წარუმატებლობაში, წასასვლელია ასევე კამავინგა ასენსიო სებალოსი ფრანი მენდიდან ერთერთი, მასტანტუანო არენდით, ჩუამენი აუვილებლად გასაყიდია ასევე და ბოლოს როდრიგო. ესენი რო წავლენ მერე დარჩება ბირთვი 7კაცი სასტავის რომელიც გულს და სულს დადებს მოედანზწ , ცხადია 4-5 კაცი ახალი გვჭირდება , დიდი სიამოვნებით ვიხილავდი რეალში ტონალის, ძაან დონე ბიჭია და ნიუკასლში არ უნდა იყოს. ასევე დაცვაში შლოტერბერგი შეიძლება დავიმატოთ, გერმანული დისციპლინა და კლასი აქვს,  ცენტრ ფორვარდი ნამდვილად რთული მოსაძებნია  მაგრამ გამოჩნდა რომ აუცილებელია ყიდვა. ასევე ნახ დაცვაში როდრის ვარიანტიც მომწონს უფასოდ თან და და კის სმიტიც კაი ბიჭია . დაბალანსებული და სწორი გუნდი გვეყოლება და გააზრებულ ფეხბურთსაც ამის მერე ვითამაშებთ. 

12

20 აპრილი 2026 21:18

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203
20 აპრილი 2026 21:03, Erik Lamela says:
მბაპეს არ გაუშვებენ და ორივეს ერთად ყოფნა არის კატასტროფა,ნუ არც ვინისიუსს გაუშვებენ ესენი თორე კვარაში გავცვლიდი სიამოვნებით.რატო არ ინტერესდებიან კვარათი ჭორის დონეზე მაინც არ მესმის

2032-მდე უხანგრძლივებენ ვინის.მბაპეა პრობლემა ,მარტო ვინის არ დაარტყა მაგის მოსვლამ ,ბელინგემის როლსაც მაგრად დაარტყა.

20 აპრილი 2026 21:08, Halamadrid17 says:
ვინისიუსი როცა ფეხბურთს თამაშობდა და კარგად თამაშობდა პირველი მე ვაქებდი, ბოლო 2 სეზონია ფეხბურთის თამაშის გარდა ყველაფრით რო იჩენს თავს ხან რასიზმიო ხან რაო ხან რაო მაგიტო მინდა წავიდეს. პირველ რიგში მე რეალის ფანი ვარ და კლუბის ინტერესების და მერე მოთამაშის, როცა ჩემი გუნდი მეორე წელია ვერაფერს იგებს და ამაში ერთერთი წვრილი სწორედ ვინისიუსსაც აქვს მაგიტომ მინდა წავიდეს.

ცუდად არ გამიგო,ძმაო , რა ასაკის ხარ? ამას რატო გეკითხები იცი, რაულს ჰქონდა პერიოდი ჩავარდნები ,6 გოლი შეაგდო მგონი სულ სეზონში ,ცოლთან ჰქონდა პრობლემები ,ზიდანს ,კასილასს,რამოსმაც ბევრჯერ დააღალატა გუნდი ,ვაფშე მაგ კაცის კარიერა 2010 წლის მერე შემოტრიალდა ,თორე მანამდე ბევრს გაგახსენებთ რამდენი მიქარა.კრიშტიანო ვაფშე ხელების შლის მეტს არაფერს აკეთებდა ხშირად ,როცა თავის თავზე უნდა აეღო  თამაში და ა.შ. შემილია უფრო დეტალებშიც შევიდე. ვინიციუსი არი ბოლო წლების წამყვანი ფეხბურთელი. დიდი კრიტიკა აქ ,რადგან რეალი ზოგადად ხო ბრენდია ,გაყიდვადია მასზე სტატიების წერა და მეორე კიდე ყველა სხვა გუნდს ეზიზღება.ვინის აკრიტიკებენ იმიტომ რომ ძულთ რეალი მეტოქეებს.მიუხედავად ამისა 2 ლიგა მოუტანა პირადად გუნდს.2022ში ერთ-ერთი წამყვანი იყო,2024ში პირველი კაცი იყო.თუ ვინმეს უნდა დაეყრდნოს გუნდი ეგ ვინია.მაგ კაცის მოვალეობა არ არის გოლის გატანა,მოძრაობით ,დრიბლინგით,ასისტებით განსხვავებას იძლევა და სივრცეებს ხსნის.უბრალოდ,მბაპეს მოსვლამ სულ არია გუნდი.აშკარაა,რომ ბალანსი და რიტმი დაიკარგა.ეგოს პრობლემაცაა, უბრალოდ,ალონსო იყო ადრე.ვაფშე ,ტყემალაძე ბალს ჭამდა. ლევერკუზენი და რეალი ვერ განასხვავოს ერთამანეთისგან.გვარდიოლობდა და დიდი კლე დარჩა საბოლოოდ ხელში.

13

20 აპრილი 2026 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 649

არბელოა არის მწვრთნელი, სასტავს ეგ აყენებს, ზამენებს ეგ აკეთებს და აბა ბებიაჩემ მარგარიტას ხო არ დავაბრალებ, 85-ე წუთზე გვიგდებენ კაცს და გვჭირდება თამაშის დამატებითში გადატანა და ამ დროს მწვრთნელი არანაირ შეცვლებს და არანაირ გადაადგილებებს არ აკეთებს, ბავშვთა ლიგის მწვრთნელებმაც კი იციან რომ ამ დროს ერთი თავდამსხმელი უნა მოხსნა და დაცვა გააძლიერო, ამან კიდე ფაქტიურად რვა კაცით დატოვა გუნდი, მბაპე და ვინი არც იქამდე ეხმარებოდნენ გუნდს დაცვაში.

14

20 აპრილი 2026 21:51

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 928

ანუ ისე გამოდის მბაპე ტყუილად მოუყვანია რეალს. მე ვიტყვი ჩემ აზრს, მბაპეს არავინ გაუშვებს და ალბათ არც ვინისიუსს მაგრამ ამის გამო რეალი დიდი ხანი იქნება კრიზისში. ვინც გინდა მოიყვანე მე ვთქვი ბევრჯერ ეს ორი ერთად არ გამოდის. მარჯვენა ფლანგზე რო არავინ გვყავს ეგ დიდი ხნის ამბავია, რეალი რაც მახსოვს ყოველთვის თამაშობდა ცენტრ ფორვარდით, შესაბამისად სახელების მოუხედავად ვერ არის კარგად საქმე ვერც შეტევაში. კაი დავუშვათ საჯარიმოს ფორვარდი არ გვყავს მაგრამ ვინისიუსი თავისას აწვება მბაპე თავისას. არ გამოდის რაა. თუ ესე არ არის მითხარით ვინმემ საპირისპირო. აი მაგალითად კვარა რო იყოს ეხლა ფლანგზე და მბაპე ცენტრში გაცილებით კარგად იქნებოდა ყველაფერი. ვინისიუსიც ლიდერად თვლის თავს და მბაპე ხო მითუმეტეს, კვარა რასაც თამაშობს პსჟში, პასიც იცის, შორიდან დარტყმაც, ბევრად დალაგებული და დასტოინია ასე ვთქვათ არც კი შევადარებ. სიტუაცია რასაც მოითხოვს ისე ვსაუბრობ თორს კაი გავიგე რო დასაკნინებელი არ არი ვინი. უბრალოდ რეალში რო თამაშობ და მნიშვნელოვანი თამაშები გაქვს უნდა ადგე და ირბინო წინ და უკან, რაც არ გაუკეთებია თუნდაც ბოლო თამაშში ბაუერნთან. რეალში თამაშს უნდა იმსახურებდე ნებისმიერ დროს თორე ვინისიუსი ვინ არი კიდე ისეთები წასულან გუნდიდან. 

ვინისიუსი მაშინ იყო ბედნიერი როცა ბენზემა ყავდა, მაგრამ ბენზემასნაირი მოთამაშეები იშვიათად იბადებიან მითუმეტეს რეალში თამაშობდეს კიდე. მბაპეს მაგივრად რო კრიშტიანუ იყოს ეხლა პრაიმში, როგორ ფიქრობთ ვინისიუსთან კარგად იქნებოდა შეთამაშებული? არამგონია…

15

20 აპრილი 2026 22:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 350
20 აპრილი 2026 20:10, RONALDINHO says:
არბელოას და ვინიციუსს)) ვინიციუსის დაჯმა მოდაშია ვაფშე როგორში იცი აი როგორც ზიდანისა და ფენომენის ქება. ისე ყვირის ეს სახელები რომ ესენი თუ აქეთ მაგრა გესმის ფეხბურთი ან მაგარი მადრიდისტა ხარ.არადა კონკრეტულად რეალის ლეგასით ვინიციუსი ახლავე ორივეზე დიდია. კრიშტიანუ ხო ვაფშე ცალკე გალაქტიკაა,მარა რამდენი მნიშვნელოვანი თამაში ჩააგდო ნებისმიერი მომედავოს გავახსენებ ბევრს.ბოლო 5 წელია ულაპარაკოდ ერთ-ერთი წამყვანი იგროკია,თუ მთავარი არა და მაინც მას აბრალებენ ყველაფერს და აგდებენ . ასეთუ არაფერი მინახია.

რედონდო მახსენდება ბენზემას ჩაგდებული თამაშებს რომ ამართლებდა მუდამ და ამაზე ეკამათებოდი ხოლმე, კი ვინი კარგია, მაგრამ მეტი მოეთხოვება აშკარად, სულ იმის მოლოდინში ვარ რომ ან ეხლა ათამაშდება ან ეხლათქო, მაგრამ უკვე კაი ხანია ვერ იხედება, განსაკუთრებით მბაპესთან ერთად, იმიტომ რომ იცის რეალმა ლიგა რო დადის და უფრო მეტი გააკეთოს მაინც არ დაუფასდება  და ოქროს მაგას არ მისცემენ, ასე რომ დიდად აღარც იკლავს თავს და მონდომებაც აღარ აქვს

20 აპრილი 2026 21:51, Axl says:
ვინისიუსი მაშინ იყო ბედნიერი როცა ბენზემა ყავდა, მაგრამ ბენზემასნაირი მოთამაშეები იშვიათად იბადებიან მითუმეტეს რეალში თამაშობდეს კიდე. მბაპეს მაგივრად რო კრიშტიანუ იყოს ეხლა პრაიმში, როგორ ფიქრობთ ვინისიუსთან კარგად იქნებოდა შეთამაშებული? არამგონია

რეალში ბოლო წლების რონალდოს ვინი უბრალოდ დახატა და, მაგრამ პირველი წლების რონალდო ვერ მორიგდებოდა

16

20 აპრილი 2026 22:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695
20 აპრილი 2026 20:10, RONALDINHO says:
არბელოას და ვინიციუსს)) ვინიციუსის დაჯმა მოდაშია ვაფშე როგორში იცი აი როგორც ზიდანისა და ფენომენის ქება. ისე ყვირის ეს სახელები რომ ესენი თუ აქეთ მაგრა გესმის ფეხბურთი ან მაგარი მადრიდისტა ხარ.არადა კონკრეტულად რეალის ლეგასით ვინიციუსი ახლავე ორივეზე დიდია. კრიშტიანუ ხო ვაფშე ცალკე გალაქტიკაა,მარა რამდენი მნიშვნელოვანი თამაში ჩააგდო ნებისმიერი მომედავოს გავახსენებ ბევრს.ბოლო 5 წელია ულაპარაკოდ ერთ-ერთი წამყვანი იგროკია,თუ მთავარი არა და მაინც მას აბრალებენ ყველაფერს და აგდებენ . ასეთუ არაფერი მინახია.

ყველაფრის თავი და თავი არის რომ ეგ ორი ერთად ვერ დგას. ან ერთი ან მეორე როცაა ყველაფერი რიგზეა. როგორც კი ერთად დგებიან ავსებენ იგივე სივრცეს და ფაქტიურად იმის მაგივრად რომ ერთს აზღვევდეს ორი მცველი და მეორესაც ორი მცველი, ხდება ისე რომ ორ მცველს შეუძლია აიყვანოს ჩვენი ორი ვარსკვლავი.

ვინის პრობლემა კიდევ არის ფინიშინგი. იცით რატო არ მისცა მბაპემ იქ პასი? ვერ აფინიშებს, უბრალოდ არ შეუძლია, ნერვებია თუ უბრალოდ უნიჭოა არ ვიცი მაგრამ ვერ აფინიშებს. რაც ვინიმ გამაზა ბოლო ორ მატჩში ბაიერნთან, ელემენტარული მურიჯი ბუდიმირი, ოიარსაბალები გაიტანდნენ. არ ეკადრება უბრალოდ რეალს რა.

 ვნახეთ რა შედეგი მოიტანა საშუალო კლასის 9 ნომრის მოყვანამ - ხოსელუ. მოიყვანონ ეს დედა მო$ნული რომელიმე ლალიგის გუნდის ცხრიანი. დავიჯერე ოიარსაბალს, რომელიც არის ესპანეთის ძირითადი სტრაიკერი, აქვს სასწაული პასი და გოლის ალღო, არის 28 წლის, ტრავმიანობს ძალიან იშვიათად, ასეთ კაცს ვერ მოვიყვანთ 50 მილიონის ფარგლებში? 

სამაგიეროდ მოგვყავს მასტანტუონო რომელიც არის იმ პროფილის მოთამაშე როგორიც გვყავს მინიმუმ 4 (ბელინგჰემი, არდა, ბრაჰიმი, ნიკო პაზი, პიტარჩი, როდრიგო, ვალვერდე) ნუ, შემტევი ნახევარმცველი მოკლედ. და ამაში ვიხდით 60 მილიონს? რისთვის? თმები რომ იღებოს? არგენტინელი რადგანაა? მართლა ბოლობოლო ჩერკი იყო მარკეტზე, ევროპაში თამაშის გამოცდილებით, ტეხნარი რომელიც ესპანეთს ჩახატავდა და ტიპი 35 მილიონად გაიყიდა. უბრალოდ მიკვირს სად იყურებიან ჩვენი სკაუტები.

17

20 აპრილი 2026 22:43

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 77

ვინიციუსი ყოფილა ბოლო წლების წამყვანი ფეხბურთელი… რას არ გაიგებ ადამიანი… ერთი კარგი და ერთი მაგარი სეზონი ჰქონდა ტიპს სულ კარიერაში. ბოლო ორი წელია არაფერი გაუკეთებია და თურმე ჰეითერები ვართ რომ ვაკრიტიკებთ. 

მოდი, ვინის ცხოვრებისეული კონტრაწტი მივცეთ და ხელფასი წელიწადში 100 მილ. მადლობა ვინი რომ ოდესღაც ერთი მაგარი სეზონი გქონდა. შენ ყველაზე მაგარი ხარ, გაღმერთებთ და სულაც არ ხარ ქაჯი ***

18

20 აპრილი 2026 22:49

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 649

ადრე ვიძახდი რომ ვინი არ არის გასაშვები, მაგრამ ბოლო ორი სეზონია რეგრესი აქვს, რეალურად ტიპი კარებში ვერ ურტყავს გააზრებულად, გააზრებულ ჩაწოდებას ვერ აკეთებს, დაჟე პენალსაც ვერ ურტყავს გააზრებულად, ფაქტიურად მისი თამაში და ყველა მოქმედება დამყარებულია შემთხვევითობაზე, დაუმატე მაგას საერთოდ არ ეხმარება გუნდს დაცვაში და არც პირველ გადმოვარდნილ ბურთზე ბრძოლობს. ზედმეტი ტვირთია რეალისთვის უკვე, ტვინი თუ აქვთ რეალში სარფიანად უნდა გაყიდონ და იყიდონ ოსიმენი ცენტრფორვარდად, მაგაზე მაგარი 9-იანი ეხლა არ არის.

19

20 აპრილი 2026 23:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 188

წნეხი მოდისო ვინისიუსზე რო ამბობ ძმა , მაგ წნეხით გაპრავდება ყველა ვაბშე, კამავინგაზს არ მოდის წნეხი? რეალის ასე უტიტულობა არ გაწუხებს? არ გავარტყი ვინისიუსს და 10 ვინისიუსს? მეორე წელია არაფერი მოგვიგია , ჯერ ვინისიუსზწ რო არი საუბარი და რონალდო და კასილასი რო მოგყავს მაგალითად ეგ უკვწ დანაშაულია, რონალდოს ფრჩხილის ოდენა არ აქ გაკეთებული ვინისიუსს, 2 ლიგაო ისე ამბობ ვითო რკმელიმე ლიგის დროს მთავარი კაცი იყო ვინისიუსი, მანამდე იყო და ბენზემას ტოპ წელი რო ქონდა მაგით მოვიგეთ და მერე ჯუდის პირველი წელი როცა დაფრინავდა ჯუდი . ვინისიუსს საუკეთესო სეზონშიც კი კროოსის ხელით ნასწავლი თამაში ჭირდება სად უნდა წასულიყო და სად შეერბინა. ვინისიუსი დაჟე დღეს ვარკსვლავიც იმიტო ჩანს რო კონკურენცია არაა ფეხბურთში და ეგეთი დონის მოთამაშეები ვინუჟდენი ვარსკვლავები არიან, რონალდო და ბეილი რო გვყავდეს ვინისიუსი სეზონში 2-3 თამაშს ჩაატარებდა ისიც 60+ წუთის მერე. 

20

21 აპრილი 2026 00:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 121

19 წლამდელებმა ჩემპიონთა ლიგა დადენ საღოლ

21

21 აპრილი 2026 00:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 798
21 აპრილი 2026 00:02, ZIDANE5 says:

19 წლამდელებმა ჩემპიონთა ლიგა დადენ საღოლ

მაინც არ ჩააგდეს წელი :დ

22

21 აპრილი 2026 04:07

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695
21 აპრილი 2026 00:02, ZIDANE5 says:
19 წლამდელებმა ჩემპიონთა ლიგა დადენ საღოლ

სხვა გუნდები 19 წლამდელ ტალანტებს პირველ გუნდში წევენ და ჩვენ ოქროს ბიჭები გვყავს და პატარა შეცდომაზეც უსტვენენ გულშემატკივრები

23

21 აპრილი 2026 08:30

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 798
21 აპრილი 2026 04:07, Maestro says:
21 აპრილი 2026 00:02, ZIDANE5 says:
19 წლამდელებმა ჩემპიონთა ლიგა დადენ საღოლ

სხვა გუნდები 19 წლამდელ ტალანტებს პირველ გუნდში წევენ და ჩვენ ოქროს ბიჭები გვყავს და პატარა შეცდომაზეც უსტვენენ გულშემატკივრები

იმიტო რო აქ სხვა მოთხოვნებია,აქ შეცდომის დაშვების უფლებას არ გაძლევენ

24

21 აპრილი 2026 10:21

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203

რომელი ბეილი? სულ ერთი სეზონი ჰქონდა სტაბილური .ჰა 2. 3 თამაშს ვერ აბამდა გადაბმულად.ვინიციუსს ჰქონდა ერთი კარგი სეზონი? :))) რას არ გაიგებ მოკლედ.დაჟე იმ სეზონშიც არ იყო საუკეთესო ხო რომ ოქროს ბურთი აახიეს :))) :დ ისე რედონდო კი ახსენეთ  აქ და მოვიკითხავ მაგ კაცს.ძველი ნაცნობია ,საინტერესო იქნებოდა მაგ კაცის აზრის მოსმენა დღევანდელ რეალზე. ყველაფერი გამიგია ,მარა ასეთი დაუფასებლობა არა.მბაპე რანაირად ჯობია ვინის ,მაგას თუ ვინმე დამიყვანს,ბაზარი არ არი ოღონდ ,ზღაპრებით და პირადი სიმპატიებით არა, არგუმენტებით.ერთი არგუმენტი არავის დაუდია.თორე ფიზიკურად კი არ მევასება ან ფულს კი არ მიხდის რომ ვაქო. ისე სხვათაშორის ბენზემა რომ წავიდა მაგ წელს დადო ვინიმ ყველაზე მაგარი სეზონი.მაშინაც მიდიოდა ბაზარი ბენზემა ატთამაშებსო და წავიდა და ოქროს ბურთის მომგები სეზონი დადო.დემბელწს თუ ეკუთვნოდა ოქროს ბურთი ,ვინის რატო არ წკუთვნოდა ,რომელსაც ბევრად მაგარი სეზონი ჰქონდა ,მაგის გაპრავება ბუნებაში არ არსებობს.კიდე ირონიულად რომ იტყვი ,რომ ვინი წამყვანი ფეხბურთელია ,რას არ გაიგებო,საერთოდ რაღა ფეხბურთზე უნდა ილაპარაკოს ადამიანმა.აქ პირადი აზრები ობიექტური ,არგუმენტირებული რეალობისაგან ვერ გაგირჩევიათ და აქეთ მასწავლით რა როგორ არი.

25

21 აპრილი 2026 11:20

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 798
21 აპრილი 2026 10:21, RONALDINHO says:

მბაპე ბუნებრივად გოლზე ორიენტირებული მოთამაშეა,ფორვარდადაც შეულია ითამაშოს და  და ვინგერადაც,მაშინ როცა ვინი კლასიკური მარცხენა ვინგერია და სივრცეზეა დამოკიდებული.ფინიშიც რო ავიღოთ მბაპეს გაცილებით უკეთესი აქვს,ნაკლები მომენტი სჭირება გოლის გასატანად,უფრო ცივ სისხლიანია ასევე მბაპე ბოლო ფაზაში,სწრაფად შეულია გადაწყვეტილების მიღება როცა ვინის ზედმეტი ინდივიდუალურობა ახასიათებს,მწვრთნელისთვისაც მბაპე ასე ვთქვათ უნივერსალური მოთამაშეა და სხვადასხვ სქემაში შეულია გამოიყენოს,რაც გუნდს მეტ მოქნილობას აძლევს.ესენია რის გამოც მირჩევნია მბაპე ვინის,მაგრამ შენს აზრს პატივს ვცემ და საერთოდ არ არის არალოგიკური თუ ვინი გირჩევნია მბაპეს.

26

21 აპრილი 2026 11:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 242

ამ ახალგაზრდა ნავარომ ბოლო 2-3 თამაშში 6 პენალტი მოიგერია, ნეტა ეგრე გააგრძელოს, კურტუას ერთი მაგის გამო ვაკრიტიკებდი, პენლები უჭირდა ძალიან.

-----------------------
Hala Madrid! White heart!

27

21 აპრილი 2026 12:00

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203
21 აპრილი 2026 11:20, Erik Lamela says:
მბაპე ბუნებრივად გოლზე ორიენტირებული მოთამაშეა,ფორვარდადაც შეულია ითამაშოს და  და ვინგერადაც,მაშინ როცა ვინი კლასიკური მარცხენა ვინგერია და სივრცეზეა დამოკიდებული.ფინიშიც რო ავიღოთ მბაპეს გაცილებით უკეთესი აქვს,ნაკლები მომენტი სჭირება გოლის გასატანად,უფრო ცივ სისხლიანია ასევე მბაპე ბოლო ფაზაში,სწრაფად შეულია გადაწყვეტილების მიღება როცა ვინის ზედმეტი ინდივიდუალურობა ახასიათებს,მწვრთნელისთვისაც მბაპე ასე ვთქვათ უნივერსალური მოთამაშეა და სხვადასხვ სქემაში შეულია გამოიყენოს,რაც გუნდს მეტ მოქნილობას აძლევს.ესენია რის გამოც მირჩევნია მბაპე ვინის,მაგრამ შენს აზრს პატივს ვცემ და საერთოდ არ არის არალოგიკური თუ ვინი გირჩევნია მბაპეს.

ბებერ, დაივიწყე მბაპეს სანაკრებო კარიერა.მაგ მხრივ რომ ცა და დედამიწაა ვინისთან შედარებით ,გეთანხმები. საკლუბო კარიერის მხრივ ,სად რა ქნა განსაკუთრებული მბაპემ. ისეთი რომ ვინიციუსს აღემატებოდეს? ცალსახაა,რომ  ვინიციუსი ძალიან წინ არის მაგ მხრივ.სიცრცეს რაც შეეხება,პირიქით ,რომ სივრცე საერთოდ არ ჭირდება ვინის,მბაპესთან განსხვავებით.მბაპე სისწრაფის ხარჯზე ხდება მცველს ,ვინიციუს ადგილიდან შეუძლია.გამამწვავებელი პასები აქაც ცალსახად ვინი ჯობია.თანაგუბდელებს მეტ სივრცეს ვინი აძლევს . მბაპე არი უკეთესი გამტანი გეთახები.თუმცა არაერთ მნიშვნელოვან თამაშში იმდენი მომენტი გააფუჭა ,რაც რეალშია რომ ეგეც საკითხავი არ გახდეს.კომბინაციებში ბოლო კაცი ვისზეც მომენტი უნდა შეიქმნას ,ბოლო პასი გაკეთდეს მბაპეა,შესაბამისად მეტს გაიტანა ,ეგ აქსიომაა.

28

21 აპრილი 2026 13:39

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 798
21 აპრილი 2026 12:00, RONALDINHO says:
ბებერ, დაივიწყე მბაპეს სანაკრებო კარიერა.მაგ მხრივ რომ ცა და დედამიწაა ვინისთან შედარებით ,გეთანხმები. საკლუბო კარიერის მხრივ ,სად რა ქნა განსაკუთრებული მბაპემ. ისეთი რომ ვინიციუსს აღემატებოდეს? ცალსახაა,რომ  ვინიციუსი ძალიან წინ არის მაგ მხრივ.სიცრცეს რაც შეეხება,პირიქით ,რომ სივრცე საერთოდ არ ჭირდება ვინის,მბაპესთან განსხვავებით.მბაპე სისწრაფის ხარჯზე ხდება მცველს ,ვინიციუს ადგილიდან შეუძლია.გამამწვავებელი პასები აქაც ცალსახად ვინი ჯობია.თანაგუბდელებს მეტ სივრცეს ვინი აძლევს . მბაპე არი უკეთესი გამტანი გეთახები.თუმცა არაერთ მნიშვნელოვან თამაშში იმდენი მომენტი გააფუჭა ,რაც რეალშია რომ ეგეც საკითხავი არ გახდეს.კომბინაციებში ბოლო კაცი ვისზეც მომენტი უნდა შეიქმნას ,ბოლო პასი გაკეთდეს მბაპეა,შესაბამისად მეტს გაიტანა ,ეგ აქსიომაა.

გენაცვალე გულში,ორივეს ჩვენი მოსაზრებები გვაქვს,თუ რჩებიან ორივემ აკეთოს გასაკეთებელი და ხან ერთმა აჯობოს ხან მეორემ რა პრობლემაა.

29

21 აპრილი 2026 15:06

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 121
21 აპრილი 2026 00:20, Erik Lamela says:
21 აპრილი 2026 00:02, ZIDANE5 says:

19 წლამდელებმა ჩემპიონთა ლიგა დადენ საღოლ

მაინც არ ჩააგდეს წელი :დ

ცვეტში ვს ამ გუნდს ლიგა)))

30

22 აპრილი 2026 12:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 26

ფრან გონსალესს იმედია მისცემენ შანსს.

მეიმედება მაგ მეკარის..

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (30)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)