სრული მხარდაჭერა კროოსის აკადემიას

მას შემდეგ, რაც ტონი კროოსმა პროფესიონალური საფეხბურთო კარიერაა დაასრულა, საკუთარი აკადემია დააარსა, რომელიც უკვე არაერთ ასაკობრივ ჯგუფს აერთიანებს.

გერმანელი ლეგენდა პირადად არის ჩართული პატარა ბავშვების აღზრდასა  და პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებაში.

უკვე ცნობილია, რომ „რეალი“ ტონისთან  თანამშრომლობით სერიოზულად ინტერესდება. თუ გერმანელი გუნდში  დაბრუნდება, მისი დრო და რესურსი რა თქმა უნდა აღარ ეყოფა აკადემიას, სწორედ ამიტომ იდეალური გამოსავალია მოსაძებნი.

არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, „ბლანკოსი“ ტონის პირობას აძლევს, რომ აკადემიას ექნება სრული მხარდაჭერა, როგორც ფინანსური, ასევე ინფრასტრუქტურული და სპორტული თვალსაზრისით.

„ბლანკოსი“ კროოსის აკადემიასთან ახლაც თანამშრომლობს, თუმცა თუ ტონი გუნდში დაბრუნდება, თანამშრომლობა არაერთი მიმართულებით გაღრმავდება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (151)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)