Marca - არბელოას გაშვება გადაწყვეტილია!

„მარკას“ ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და ალვარო არბელოას შორის ურთიერთობა სეზონის ბოლოს დასრულდება.

ესპანელმა სპეციალისტმა სამეფო კლუბის ხელმძღვანელობის დარწმუნება ვერ შეძლო. შედეგები არადამაკმაყოფილებელია. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არბემ მოკლე დროში ბევრი თამაში წააგო.

„მარკას“ ინფორმაციით, „მერენგები“ ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ და უმოკლეს ვადაში შეეცდებიან შეთანხმების სრულყოფას.

„ბლანკოსის“ რადარზე არაერთი სპეციალისტია, მათ შორის ზიზუც, თუმცა ფრანგმა უკვე ოფიციალურად უთხრა „მერენგებს“, რომ საფრანგეთის ნაკრებში ინიშნება.

სხვა კანდიდატებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით მოლაპარაკბების პროცესი მიმდინარეობს.


1

18 აპრილი 2026 20:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 695

რავიცი რა ვიცი. თუ ფეხბურთელები არ მოვიდნენ ჭკუაზე, ამ კაცის გაშვება არ გაშვება არაფერ შედეგს არ გამოღებს. ვინი მბაპედან ერთერთი წასაასვლელია. ორი ტოპ მარცხენა ვინგერი არ უნდა იდგეს ერთ გუნდში როცა ვერცერთი მარჯვნიდან ვერ თამაშობს. 


კლოპი თუ მოჰყავთ მაგ შემთხვევაში კიდევ იტყვი რო გაუშვან არბელოაო. 

რო შეხედო ვინც არის მწრთვნელები მარკეტზე იმათთან შედარებით არბელოა ყველაზე კარგია ალბათ დეშამის გარდა. ის მაინც ვიცით რომ ფეხბურთელებს მოსწონთ და ემორჩილებიან ასე თუ ისე. 


დიდი კლუბების მწრთვნელებიდან მარკეტზე თავისუფალი დეშამი. ვიღაცამ დაწერა კლუბების მწრთვნელობის გამოცდილება არ აქვსო. მონაკო გაიყვანა ტიპა ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იუვენტუსი ჰყავს გაწრთვნილი და მარსელით 6 ტიტული მოიგო 3 წელიწადში. 14 წელია საფრანგეთის ნარკების მწრთვნელია, ვვარსკვლავებთან ურთიერთობა შესანიშნავად გამოსდის. 

ასევე თავისუფალია პოჩე. ტოტენჰემს ლამაზად ათამაშებდა მაგრამ ვერაფერი ვერ მოიგო, პსჟ ფინალში გაიყვანა ვერ მოიგო და მერე ნუ რეალთან გაასხა მაგრამ იქ რეალის სასწაულის ბრალი იყო. საკმაოდ გამოცდილია ვარსკვლავებთნ ურთიერთობაში. 

მარესკაა მარკეტზე რომელსაც ჩაბი ალონსოს მსგავსი სტილი აქვს. დისციპლინა, ბევრი ვერჯიში, პრესინგი და ასე შემდეგ. შედეგებს დადებდა მაგრამ ჩელსიმ არ აცადა და შესაბამისად არც რეალი აცდის. 

ირაოლა არის ბორნმუთიდან. ასევე ტაქტიკურად კარგი მწრთვნელი მაგრამ ვარსკვლავებთან გამოცდილება არ ვიცით. 

არის ასევე საუთგეიტი და არის ანჯე. 

ანჟე პოსტეკოგლუ ძალიან დაუფასებელი მწრთვნელია. ძალიან ქარიზმატული, ტაქტიკურად განსწავლული, არ მესმის რატომ არც კი განიხილავენ. 

რობერტო დე ზერბი იქნება იგივე პრობლემა რაც ჩაბისთან მაგრამ დე ზერბი ძალიან კარგ შემტევ ფეხბურთს ათამაშებდა ბრაიტონს. 

რუბენ ამორიმზე და ტენ ჰაგზე ფიქრიც არ ღირს  ? 





2

19 აპრილი 2026 09:16

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 279

SITISTAN LIMONAS GARESHE DA BAVARIASTAN MASTAN ERTAD ROGOR SHEAPASEBDIT REALS? RA ARBELOA

XODA ERERTI GAUSHVAN DA AGARCERTS GAUTYDEBA SKAMIS XEXVA

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (39)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)