დიდი ცვლილებები „რეალში“ - პერესმა სერიოზული გადაწყვეტილებები მიიღო!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალში“ დიდი ცვლილებები იგეგმება.
ფლორენტინო პერესს გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას აანონსენს.
სანამ გუნდი ახალ მოთამაშეებს მოიყვანს, წამსვლელი მოთამაშეების სიასაც აფართოვებს.
გუნდს იჯარით დატოვებენ გონსალო გარსია და ფრანკო მასტანტუონო. 99%-ით გადაწყვეტილია ედუარდო კამავინგას სოლიდურ ფასად გაყიდვაც.
სავარაუდოდ, „აიაქსში“ წავა დანი სებალიოსი. ამსტერდამული გუნდი ამ ეტაპზე 15 მილიონიან მოლაპარაკებებს აწარმოებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუნდს დატოვებს ფრან გარსიაც. დიდი ალბათობით ფრანს მიყვება ფერლან მენდიც, რომელიც როცა ჯანმრთელია, მოწოდების სიმაღლეზე დგას, თუმცა სეზონის ნახევარზე მეტს ლაზარეთში ატარებს.
დავიდ ალაბას გაშვებაც 100%-ით გადაწყვეტილია, რუდიგერთან კი ახალ კონტრაქტს მოეწერება ხელი.
ასევე ვრცელდება ინფორმაციები, რომლის მიხედვითაც, თუ„მერენგები“ სათანადო წინადადებას მიიღებენ, ბრაჰიმ დიასიც გაიყიდება და ეს თანხა ახალ ტრანსფერებს მოხმარდება.
ანტონიო რუდიგერთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმება შედგა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბლანკოსი“ ერთ ცენტრალურ მცველს აუცილებლად დაიმატებს.
- 17 აპრილი 2026
- 2 505
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




