არბელოა:,,კამას გაძევებამ ფსიქოლოგიურად დაგვანგრია"

ალვარო არბელოამ „ბაიერნთან“ მარცხის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

„ახლა მხოლოდ იმის გამო ვარ გულდაწყვეტილი, რომ სამეფო კლუბი 1/2 ფინალში ვერ გავიდა. საერთოდ არ ვნერვიულობ, შევინარჩუნებ პოსტს თუ არა. მე ამ გუნდისთვის მომდევნო მატჩებშიც ბოლომდე დავიხარჯები, რადგან ჩემთვის „ბლანკოსი“ ყველაფერია.“

„თუ კლუბი გადაწყვეტს, რომ გამიშვას, არანაირ პრობლემას არ შევქმნი და დავემორჩილები გადაწყვეტილებას, რომელსაც ხელმძღვანელობა მიიღებს.“

„„რეალმა“ კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი ხასიათი. გუნდი ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც მიუნხენურ გრანდს სურდა და არა ჩვენ.“

„„ბაიერნს“ უნდა მივულოცო, კომპანის გუნდმა დიდი ძალა აჩვენა და 1/2 ფინალში გავიდა.“

„მსაჯის გადაწყვეტილება? ეს რომ პირველი მომენტი ყოფილიყო, ყვითელი ბარათი პრობლემა არ იქნებოდა, თუმცა კამავინგას ქმედებისთვის მეორე ყვითელი ბარათი და მოედნიდან გაძევება, სიმკაცრის ყველა ზღვარს ცდებოდა.“

„ჩვენ ფსიქოლოგიურად ძალიან დიდი დარტყმა მივიღეთ, რასაც გაშვებული გოლებიც მოყვა.“

„„ბლანკოსი“ ბოლო დღემდე იბრძოლებს. ჩვენი შანსი ლა ლიგაში მინიმალურია, თუმცა არცერთ შეხვედრას არ შევხვდებით დემოტივირებულები.“


1

16 აპრილი 2026 11:13

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 142

ეჰ ალვარო,ალვარო......დიდ გაუგებრობაში ხარ თავიდანვე,რადგან შენთვის რეალის ჩაბარება იყო შეცდომა.


2

16 აპრილი 2026 11:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 894

ავტორიტეტული მწვრთნელი გვჭირდება კლოპის დონის


3

16 აპრილი 2026 11:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 801
16 აპრილი 2026 11:13, zizu2020 says:

ეჰ ალვარო,ალვარო......დიდ გაუგებრობაში ხარ თავიდანვე,რადგან შენთვის რეალის ჩაბარება იყო შეცდომა.

რა გინდათ ამ კაცისგან,სთხოვეს და უხელმძღვანელა გუნდს. პატივისცემის და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.


4

16 აპრილი 2026 11:44

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 649

კაცი გაგიგდეს, თამაშს იგებ და ბოლო წუთებია და ამ დროს ისევ ორ თავდამსხმელს ტოვებ რომლებიც არც აქამდე იკლავნენ თავს დაცვაში დახმარებით, ყველა ნორმალური მწვრთნელი ვინის მოხსნიდა და ნახავარმცველს შემოიყვანდა, მაგრამ უტრაკო მწვრთნელიხარ და ვერ შრძელი ვინის გაყვანა.


5

16 აპრილი 2026 11:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 383
16 აპრილი 2026 11:44, გურჯი says:

კაცი გაგიგდეს, თამაშს იგებ და ბოლო წუთებია და ამ დროს ისევ ორ თავდამსხმელს ტოვებ რომლებიც არც აქამდე იკლავნენ თავს დაცვაში დახმარებით, ყველა ნორმალური მწვრთნელი ვინის მოხსნიდა და ნახავარმცველს შემოიყვანდა, მაგრამ უტრაკო მწვრთნელიხარ და ვერ შრძელი ვინის გაყვანა.

100% ხარ.უბრალოდ ვერ გაუბედა ერთს ან მეორეს გაყვანა

-----------------------
"ბოღმამ შეჭამა ადამიანი, ყველაზე საშიში და საცოდავი ბოღმიანი კაცია, თუ პატიება არ შეგიძლია კაცი არახარ, გაიგე?!"

ბატონი კახი კავსაძე

6

16 აპრილი 2026 11:58

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 6 095

არბელოას ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალეულობა წლევანდელ სეზონში პირველ რიგში პრეზიდენტის და ფეხბურთელების ბრალია ყველაფერი


7

16 აპრილი 2026 12:04

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 158

გასაშვებია ესეც თუმცა ყველაზე ნაკლებად იმიტომ რომ შედეგები ცუდი იყო, მთლიანად არის სტაფი გადასახარისხებელი, ამ გუნდზე არამგონია რამე აშენდეს.


8

16 აპრილი 2026 12:05

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 203

გადახედეთ რაზე მიხა მილიტაოსა და რუდიგერი ბარათები.რა გასაგები იყო.გიულერს იდაყვი რომ ლეწეს და იქეთ დააჯარიმეს ,მაგაზე მიხა რუდიგერთან შენიშვნა და მაგიტო გააყვითლეს.კეინმა გააფორმა მეორე მომენტში.2 დარღვევაში ვის აგდებენ.თან არც კი ტრაატაკა მოდიოდა და არც რამე.მილიტაოს მომენტს ვგულისხმობ. კამავინგა რაც შეეხება ,წაქცეულია კეინი, დააჯარიმა ,აიღო ხელში ბურთი და იქვე დააგდო ,წაიღო სადმე? თუ შორს მოიგერია? ამ მომენტმა გადაწყვიტა მატჩის ბედი.დამატებითში მაინც მოუგებდა ბაიერნი ,რიცხობრივი უპირატესობის გამო.ბერნაბეუზე 72 წუთზე არ გააგდეს უპამეკანო ,თუ ტა იყო აგარ მახსოვს.ეგ იყო ულაპარაკოდ პირდაპირ წითელი .მერე ოლისე როგორ მოიპოვებდა პენალტს კი არა ვაფშე წაადგებოდა ბაიერნი მაგ თამაშს. საბოლოოდ არეული სეზონისა და კურტუას დანაკლისს ,რომელიც ჩემთვის ისტორიაში საუკეთესო მეკარეა,მაინც რეალს შეეძლო გასვლა ,რომ არა მსაჯის ეს კლე გადაწყვეტილება.


9

16 აპრილი 2026 15:31

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 22

სალამი მადრიდისტებო.მსურთ გითხრათ რომ ვამაყობ რეალით,ასეთ სიტუაციაშიც კი როგორ იბრძოლეს მიუნხენში.


10

17 აპრილი 2026 11:08

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 142

ვინც დენ მწვრთნელობა დაგაბრალა,იმის დედის თავზე გაიაროს მაურისიო პოჩეტინომ.)))))


11

17 აპრილი 2026 14:14

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 393

,,კამას გაძევებამ ფსიქოლოგიურად დაგვანგრია"

კი მაგრამ 87 წუთზე გააგდეს, პირველ ტაიმში ხო არა 5-6 წუთი ვერ უნდა გაძლო 10 კაცით? ფსიქოლოგიურად დანგრეულა ეს ვითომ მწვრთნელი. ფეხბურთელიც ეგეთი იყო, ვერ გაიგებდი რას აკეთებდა და რატომ. ერთხელ მახსოვს ბურთი კარისწინ რონალდუს ჩააწოდეს და ამან ისე ჩაუჭრა და გაიტანა საწყალი კრისტიანო გაგიჟდა კინაღამ.  ისეთი რეკა უკვე კარში გასულ ბურთს.


12

18 აპრილი 2026 14:02

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 142

შენ რა პრობლემა უნდა შექმნა შე ძონძო?პერესი ტუალეტის ქაღალდივით გამოგისმევს უკან.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (39)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)