ბელინგემი:„სასწორზე ნახევარფინალი დევს, ბოლომდე ვიბრძოლებთ“

ჯუდ ბელინგემმა „ბაიერნთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.

„ჩვენ მადრიდში წავაგეთ, ახლა კი უფრო რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. შეგვეძლო შეხვედრა ფრედ დაგვესრულებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ.“

„გუნდი მიუნხენში გამარჯვებისთვის ჩამოვიდა, ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერს ვიღონებთ. შემართულები და მოტივირებულები ვართ.“

„ ლა ლიგაში ჩამორჩენა დიდი გვაქვს და მთელი აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა გავაკეთოთ. ეს ფაქტობრივად ფინალის ტოლფასი მატჩია, სადაც გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.“

„ამ სეზონში რამდენჯერმე მივიღე ტრავმა, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან რთული იყო. ახლა ვცდილობ, დინამიკა დავიბრუნო და მწვავე ფეხბურთელი გავხდე. მაქსიმუმს გავიღებ იმისთვის, რომ „ბლანკოსს“ დავეხმარო და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლას შევძლოთ.“

„სასწორზე მომდევნო ეტაპი დევს, უკან დასახევი გზა კი არ არის.“

„პირველ სეზონში თავდამსხმელების უკან ვთამაშობდი და მკაფიო პოზიცია მქონდა, შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და ადაპტაცია მომიწია. ყოველთვის ვცდილობ, რომ გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედო. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.“

„არბელოს მოსვლის შემდეგ ორჯერ შევიცვალე პოზიცია, რაც სწორედ გუნდური ინტერესიდან გამომდინარეობდა.“

„ვინისიუსი და მბაპე კომფორტული პარტნიორები არიან, თუმცა ორივე უფრო ეფექტური მარცხნიდან არის. ისინი პოზიციებს ხშირად ცვლიან, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე ნაკლებად გადადიან. როდესაც წინ ვთამაშობ, მაქსიმალურად ვცდილობ, მათთვის ის სივრცეები ვიპოვო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და წარმატებას მოიტანს.“

„მე ნახევარმცველი ვარ, მიყვარს ბურთის წინ წაღება, თუმცა როდესაც დაცვაში მეტია სამუშაო, უკან ვიხევ.“

„კეინი? ის ჩემი კარგი მეგობარია. შეძლებს თუ არა ოქროს ბურთის მოგებას, ალბათ „ბაიერნის“ შედეგებსა და მსოფლიო ჩემპიონატზეც იქნება დამოკიდებული. ის, რომ „რეკორდმაისტერი“ ბუნდესლიგას მოიგებს, ცალსახა და თვალნათლივია. მე მსიამოვნებს ჰარის წარმატების ყურება, ის მაღალი დონის პროფესიონალია.“

„მაინც არ ვთვლი, რომ ლა ლიგისთვის ბრძოლა დასრულებულია, თუმცა ქულების უაზრო კარგვამ, ამ შედეგებამდე მიგვიყვანა და დღეს  მინიმალური შანსი გვაქვს.“

„პენალტების სერია? ასეთი დონის შეხვედრებში გამორიცხული აბსოლუტურად არაფერია. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი სცენარისთვის და ამისთვის რესურსების სწორი გადანაწილებაც უნდა მოვახდინოთ.“

„მუსიალა ჩემი მეგობარია. დაზიანებების შემდეგ ის ეტაპობრივად უბრუნდება სასურველ კონდიციას. ძალიან მსურს, რომ მან წარმატებებს მიაღწიოს.“

„„ბაიერნი“ სწრაფი და ეფექტური გუნდია. ჩვენს მეტოქეს უდიდესი ისტორიის მქონე კოლექტივი წარმოადგენს.“


1

38 minutes above

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 015

შენ ძალიან მოუკელი ჯუდ და თუ არ გამოფხიზლდები,ზიდანი რასაც გიპირებდა,იმას გიზავს პერესი ზაფხულში.))))

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 23
2 მურიქი 16
3 ფერან ტორესი 12
4 ბუდიმირი 12

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2026 (109)
მარტი 2026 (295)
თებერვალი 2026 (309)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)
ნოემბერი 2025 (214)