ვინ შეცვლის ჩუამენის? არბელოას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია

ორელიან ჩუამენი მიუნხენის „ბაიერნის“ წინააღმდეგ ვერ იასპარეზებს. ფრანგ ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია აქვს, ალვარო არბელოა კი საგონებელშია ჩავარდნილი.

ესპანელმა სპეციალისტმა ჯერ კიდევ არ იცის, როგორ დააკომპლექტოს ნახევარდაცვა.

„ას“-ის ცნობით, არბეს ედუარდო კამავინგას გამოყენება არ სურს და მიიჩნევს, რომ ნახევარმცველი კარგ კონდიციაში არ არის.

ამასთანავე, ალვარო ენდობა ტიაგო პიტარჩის, თუმცა ეს უკანასკნელი ჩამშლელი ნახევარმცველი ნამდვილად არ არის.

მადრიდული გამოცემები იუწყებიან, რომ ფედე ვალვერდე და ჯუდ ბელინგემი აუცილებლად სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან, დანარჩენ მოთამაშეებთან დაკავშირებით კი ცნობები არ ვრცელდება.

ხვალ „ბლანკოსი“ გერმანიაში შემაჯამებელ ვარჯიშს გამართავს, რის შემდეგაც არბელოა საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.


1

15 აპრილი 2026 01:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 10

ვინ შეცვლის და კამავინგამ უნდა შეცვალოს სხვა კანდიდატურა არ ყავა არბელოას

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2026 (160)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)
დეკემბერი 2025 (221)