კიდევ ერთი ვარჯიში ბაზაზე
სამეფო კლუბი „ბაიერნთან“ მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
დღეს გუნდი კიდევ ერთხელ შეიკრიბა საწვრთნელ ბაზაზე „ბაიერნთან“ მატჩისთვის ვარჯიში გამართა.
ეს იყო ბოლო ვარჯიში მადრიდში, ხვალ კი „მერენგები“ „ალიანც არენაზე“ ივარჯიშებენ.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთის ფლობას, ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და კარში დარტყმებს.
ორელიან ჩუამენიმ სრულფასოვანი დატვირთვა არ მიიღო და მხოლოდ სატრენაჟორო დარბაზში მზადებით შემოიფარგლა. შეგახსენებთ, ფრანგი მიუნხენელების წინააღმდეგ დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს.
როდრიგო და კურტუა აღდგენით პროცესს აგრძელებენ.
- დღეს, 20:33
- 26
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



