კროოსი:„„ბაიერნმა“ მენტალური მდგრადობა ვერ დაგვანახა“

ტონი კროოსმა „რეალისა“ და „ბაიერნის“ წინა მატჩი შეაფასა და „ალიანც არენაზე“ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა.

„ბოლო წლებში „ბაიერნმა“ „რეალის“ წინააღმდეგ არაერთი საინტერესო და ეფექტური თამაში ჩაატარა, მაგრამ გამარჯვებული მუდმივად სამეფო კლუბი რჩებოდა. ის, რაც ბოლოს ბერნაბეუზე ვიხილეთ, ორმაგ ეჭვებს ბადებს. ის, რომ პირველ ტაიმში კომპანის გუნდი უკეთესი იყო, აქტია და არანაირ კამათს არ ექვემდებარება, მაგრამ ის უკან დახევა, რაც „ბაიერნმა“ 0:2-ს შემდეგ აჩვენა და ის თავდაუზოგავი შრომა, რაც მადრიდელთაგან ბოლო 20 წუთში ვიხილეთ, ნამდვილად იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ არავინ იცის რა მოხდება „ალიანც არენაზე“. სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა აშკარად აჩვენებს პერსპექტივა და პოტენციალი, მიუნხელები კი შეშინებულის პოზიციაში იდგნენ.“

„მეგონა, რომ „რეკორდმაისტერი“ გააგრძელებდა დომინირებას, სრულად გამოიყენებდა, როგორც ანგარიშის მხრივ, ასევე მენტალურ უპირატესობას და სხვაობის გაზრდას შეეცდებოდა, თუმცა სულ სხვა სურათი ვიხილეთ.“

„მე-60 წუთიდან 75-ე წუთის ჩათვლით „რეალს“ კიდევ 2-ჯერ შეეძლო მეტოქის კარის აღება. ვინისიუსი გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. რაღაც მხრივ „ბლანკოსს“ იღბალმაც შეაქცია ზურგი, თუმცა სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ მატჩის მიწურულს „ბაიერნს“ კიდევ შეეძლო ანდრეი ლუნინის კარის აღება.“

„ერთ ბურთიანი უპირატესობა „ბაიერნისთვის“ მყარი ვერანაირად ვერ იქნება. მიმაჩნია, რომ „ალიანც არენაზე“ მოვლენები ძალიან მოულოდნელად შეიძლება განვითარდეს.“

„ჩავალ თუ არა გერმანიაში? სავარაუდოდ არა.“


1

11 აპრილი 2026 20:24

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 389

 მე მგონია რომ ჰანდიკაპით მოგვიგებს ბაიერნი


2

11 აპრილი 2026 20:38

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 3 142

რეალი არ არის ის გუნდი,რომელიც ბაიერნს მოუგებს,თან გერმანიაში.

სასწრაფოდ გასაშვებია ალბელოაც და ვინიც და სხვა ნორმალური ცენტრალური თავდამსხმელი უნდა მოიყვანოს რეალმა.


3

11 აპრილი 2026 20:47

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 362

გაუბერა კროსმაც ))) 

რა ვერ დაგანახა , რამდენიც მოუნდებათ იმდენს გაიტანენ . უბრალოდ არ ელოდნენ რეალისგან ესეთ გაფარჩაკებულ დაცვას , ყველა შეტევიდან მომენტს აკეთებდნენ კაი რა ..


4

11 აპრილი 2026 21:26

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 649

მაიკლ ოლისემ იხმარა კარერასი ფლანგზე და ქმნიდა განსხვავებას, არბელოამ თუ ჭკვიანური დასკვნები გამოიტანა იმ თამაშიდან უშანსოდ არ ვიქნებით, რეალი რაც არის წელს ყველა ვხედავთ, მაგრამ ბაიერნიც არ არის ის გუნდი რომ გოლი ვერ გაუტანო


5

11 აპრილი 2026 22:32

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 652
11 აპრილი 2026 20:38, zizu2020 says:

რეალი არ არის ის გუნდი,რომელიც ბაიერნს მოუგებს,თან გერმანიაში.

სასწრაფოდ გასაშვებია ალბელოაც და ვინიც და სხვა ნორმალური ცენტრალური თავდამსხმელი უნდა მოიყვანოს რეალმა.

შენ ხარ ცალკე გასაშვები.  ვინი  ცენტრალური თავდამსხმელია?   შენ  შემდეგ სეზონშიც ჩასაფრებული იქნები


6

12 აპრილი 2026 06:12

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 393
11 აპრილი 2026 20:47, I AM MADRID says:

გაუბერა კროსმაც ))) 

რა ვერ დაგანახა , რამდენიც მოუნდებათ იმდენს გაიტანენ . უბრალოდ არ ელოდნენ რეალისგან ესეთ გაფარჩაკებულ დაცვას , ყველა შეტევიდან მომენტს აკეთებდნენ კაი რა .. 

კროსი რეალში კარგ ადგილს ელოდება ალბათ.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 25
2 მურიქი 23
3 ბუდიმირი 17
4 ფერანი 16

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2026 (39)
მაისი 2026 (171)
აპრილი 2026 (212)
მარტი 2026 (293)
თებერვალი 2026 (308)
იანვარი 2026 (279)