„რეალის“ და მსაჯების დაპირისპირება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ და ესპანელი მსაჯების დაპირისპირება გრძელდება. ფლორენტინო პერესის და გუნდის დირექტორთა საბჭოს აზრით, ეს უკვე პრესტიჟის საკითხია.
ახლა „ბლანკოსის“ მეტოქე არბეროლა როხასია, რომელმაც 100%-იანი პენალტი არ დანიშნა და „რეალს“ ქულები დააკარგინა, თუმცა ამ შემთხვევაში, „მერენგებისთვის“ 3 ქულაზე მნიშვნელოვანი იმ პრინციპული ბრძოლის ბოლომდე მიყვანაა, რომელიც უკვე დიდი ხანია დაიწყო.
გუშინდელი მომენტი დღეს ესპანურ პრესაში მთავარი განხილვის საგანია.
ფოტო, რომელსაც ახლა უყურებთ „ბლანკოსის“ გალერეაში დიდხანს შეინახება, ხოლო ვიდეომტკიცებულობები უკვე შეკრულია იმისთვის, რომ სამეფო კლუბმა ახალი დავა დაიწყოს.
„რეალი“ არ აპირებს უკან დახევას და ღრმად სწამს, რომ ლა ლიგის მსაჯების კომპეტენცია ნულს ქვემოთ არის, ეს გარემოება კი შიდა ჩემპიონატის პრესტიჟს სერიოზულ ზიანს აყენებს.
- დღეს, 19:09
- 38
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



