„ბლანკოსი“ დეშამზე სერიოზულად მუშაობს
არაერთი ავტორიტეტული გამოცემის ცნობით, მადრიდის „რეალში“ დიდიე დეშამი შესაძლოა მართლაც დაინიშნოს მთავარ მწვრთნელად.
დიდიე მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ საფრანგეთის ნაკრებს ემშვიდობება, მადრიდის „რეალი“ კი მართლაც საინტერესო ვარიანტი შეიძლება იყოს.
„მარკას“ ინფორმაციით, ფლორენტინო პერესს ფრანგი სპეციალისტის დანიშვნა არაერთმა ექსპერტმა ურჩია.
დიდიე დიდი ავტორიტეტით და გამოცდილებით სარგებლობს, მან იცის ვარსკვლავების მართვა და ახასიათებს პრაგმატულობა, რამაც შეიძლება გადამწყვეტი როლიც კი ითამაშოს.
არსებული ინფორმაციით, მხარეებს შორის პირველი კომუნიკაცია უკვე დამყარდა და მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც მალე შედგება.
- დღეს, 11:00
- 39
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.




