არბელოა:„მსაჯზე საუბარს აზრი არ აქვს, ეს ცალსახა პენალტი იყო“
ალვარო არბელოამ „ჟირონასთან“ ვერმოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„დარწმუნებული ვარ, არავის ესმის, რატომ არ დაინიშნა კილიან მბაპეს წინააღმდეგ პენალტი. ეს ძალიან ცუდი მომენტი იყო.“
„ლა ლიგა დასრულდა? ჩვენ ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ ამის შანსი იარსებებს. „რეალი“ არასდროს ნებდება.“
„ვფიქრობ, არაერთი მომენტი გვქონდა, რომელიც გოლით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. გუნდს საუკეთესო ფეხბურთი არ უჩვენებია, თუმცა ბევრ კომპონენტში ეფექტური იყო.“
„მბაპე და ვინი? ისინი ამწვავებდნენ სიტუაციას, მაგრამ საბოლოო ჯამში მეტი ეფექტურობა მართებდათ.“
„ახლა „ბაიერნთან“ მატჩზე უნდა გადავერთოთ. დიახ, ოთხშაბათის მატჩი ბევრ რამეს გადაწყვეტს, სწორედ ამიტომ, ისე უნდა მოვემზადოთ, როგორც არასდროს. ეს იქნება ფინალი, რომელიც უნდა მოვიგოთ. სასწორზე 1/2 ფინალის საგზური დევს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საუეთესო ფეხბურთი შევთავაზოთ მეტოქეს.“
„კამავინგა მობილური ფეხბურთელია, მას მოსწონს 6-იანზე თამაში და არაერთ საინტერესო მოძრაობას აკეთებს. ჩვენ უნდა ავითვისოთ ფრანგის რესურსი.“
„ბელინგემს კარგი შეგრძნებები აქვს. ინგლისელი ფეხბურთელი დინამიკაშიც კარგია და „ალიანც არენაზე“ აუცილებლად დაგვეხმარება.“
„კარვახალის გამოცდილება ფასდაუდებელია. ის დღესაც ძალიან ეფექტური იყო. კაპიტანი ნამდვილი ლიდერია, როგორც გასახდელში, ასევე მწვანე მინდორზე.“
- დღეს, 11:25
- 78
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



