არბელოა:„ლა ლიგაში ქულების დაკარგვის უფლება აღარ გვაქვს“
ალვარო არბელოამ „ჟირონასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„„ჟირონა“ ანგარიშგასაწევი მეტოქეა, მაგრამ მადრიდის „რეალს“ ლა ლიგაში უკან დასახევი გზა არ აქვს. წინ 8 მატჩია დარჩენილი, სადაც ჩვენი მიზანი 24 ქულის მოპოვება იქნება. სხვაგვარად ჩემპიონობაზე ვერ ვიფიქრებთ, ამიტომ გავალთ მოედანზე და მაქსიმუმს გავიღებთ გამარჯვებისთვის.“
„კილიან მბაპეს ფაქტორი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ყოველდღე არ ვთამაშობთ. ჩვენ პირველი რაუნდი წარუმატებლად დავასრულეთ, ახლა კი მეორე რაუნდია დროა, რომელიც „ალიანც არენაზე“ შედგება. გერმანიაში ჩემი ფეხბურთელებისგან მაქსიმუმს ველი.“
„ბერნაბეუზე შეკრებილმა პუბლიკამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა უპირობო სიყვარული ფეხბურთელების მიმართ და მადლიერი ვარ.“
„ვინის მიმართ კრიტიკა სრულიად უადგილოა. ბრაზილიელი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას და დარწმუნებული ვარ, შეუძლია მიუნხენელებთან დაპირისპირებაში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.“
„როტაციაზე ახლა ვერ ვიფიქრებ, ჩვენ „ჟირონას“ წინააღმდეგ საუკეთესო თერთმეტეულით გამოვალთ მოედანზე.“
„„ბარსელონას“ შედეგები? ეს ჩემი საქმე არ არის და ვერაფერს გეტყვით.“
„ვიცით, რომ თუ ლა ლიგაში წარუმატებელ თამაშს ჩავატარებთ და მეტოქე გაიმარჯვებს, ჩემპიონობის შანსი განულდება, ამიტომ ამის დაშვებას არ ვაპირებთ.“
„ფერლანი? ის „ჟირონასთან“ მატჩისთვის მზად არ არის, „ბაიერნისთვის“ შესაძლოა მწყობრში ჩადგომა მოასწროს.“
„მილიტაო და ჯუდ ბელინგემი ლა ლიგის მატჩში აუცილებლად მიიღებენ სათამაშო დროს, რათა მათი დინამიკა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.“
„მსაჯები? აქ საქმე არ არის უნდობლობაში. ფაქტია, რომ ესპანელი მსაჯების მიმართ ხშირად ჩნდება კითხვები, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.“
„კამავინგა? ის კარგ ფიზიკურ კონდიციაშია, დიდ სისწრაფეებს ანვითარებს და ხშირ შემთხვევაში, უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია. ფრანგზე აუცილებლად გავაკეთებ გათვლას.“
- დღეს, 13:41
- 29
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



