„რეალმა“ „ბაიერნზე“ 10 კილომეტრით ნაკლები ირბინა
ნაკლები მოძრაობა - ეს კვლავ დიდი პრობლემაა, რომელსაც „რეალი“ ებრძვის, თუმცა ამ ეტაპზე უშედეგოდ.
მადრიდელმა ფეხბურთელებმა „ბაიერნთან“ მატჩში მეტოქეზე 10 კილომეტრით ნაკლები ირბინეს.
ახლა ამაზე არავინ ისაუბრებდა, არბელოას გუნდს, რომ მოეგო, ვინაიდან კილომეტრაჟი არაფერს გადაწყვეტდა, მაგრამ როდესაც აგებ და ამხელა სხვობა გაქვს მეტოქესთან, ფეხბურთელების მეტ მოძრაობას და სივრცეების ათვისებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
მადრიდელთა მაჩვენებელი 101 კილომეტრი იყო, როდესაც მიუნხენლებმა 111 კილომეტრამდე ირბინეს.
ფაქტია, რომ ანჩელოტის დროს დაწყებული უმაძრაობის პრობლემა, ვერც ჩაბი ალონსოს დინამიურმა მიდგომებმა გადაჭრა და ვერც არბელოა ახერხებს პრობლემის მოგვარებას.
ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ 10-იდან 9 დაპირისპირებაში სამეფო კლუბი მეტოქეზე გაცილებით ნაკლებს მოძრაობს.
- დღეს, 12:20
- 102
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.



